spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიაქართული ნეკერჩხალი - Acer ibericum, რომელიც საქართველოს ტყეების...

ქართული ნეკერჩხალი – Acer ibericum, რომელიც საქართველოს ტყეების ერთ-ერთი გამორჩეული სახეობაა

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო ინფორმაცია საქართველოს ფლორაზე:

🍁 გავიცნოთ საქართველოს ბიომრავალფეროვნება – ამჯერად მოგიყვებით ქართულ ნეკერჩხალზე Acer ibericum, რომელიც საქართველოს ტყეების ერთ-ერთი გამორჩეული სახეობაა.

ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება – ვაშლოვანში, ჭაჭუნას და ალაზნის ქვემო აუზში. იზრდება მშრალ, მზიან ფერდობებზე და მნიშვნელოვანი როლი აქვს ეკოსისტემების შენარჩუნებაში.

❓ რით განსხვავდება ქართული ნეკარჩხალი ნეკერჩხლის სხვა სახეობებისგან?

• აქვს სამნაკვთიანი ფოთლები, მაშინ როცა ნეკერჩხლების უმეტესობას 5 ან მეტი ნაკვთი ახასიათებს.
• შედარებით ტანდაბალია – ჩვეულებრივ 8-10 მეტრამდე იზრდება და კომპაქტური ვარჯი აქვს.
• უკეთაა შეგუებული მშრალ და ცხელ გარემოსთან, რაც ნეკერჩხლებისთვის ნაკლებად ტიპურია.
• ტყეში იშვიათად ქმნის წმინდა კორომებს – უფრო ხშირად სხვა სახეობებთან ერთად გვხვდება.

ქართული ნეკერჩხალი მესამეული პერიოდის რელიქტია – მილიონობით წლის წინ არსებული მცენარეული სამყაროს „ცოცხალი მემკვიდრე“.

მცირე და ფრაგმენტული გავრცელების გამო შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“, როგორც მოწყვლადი (VU) სახეობა, რაც ნიშნავს, რომ მისი დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...