spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პრობლემა ის კი არაა, ვინმე წავა თუ არა...

“პრობლემა ის კი არაა, ვინმე წავა თუ არა პროპაგანდისტულ ტელევიზიაში, არამედ ის, რომ ოპოზიცია არაა ერთიანი კოორდინაციაში” – ლაშა ბუღაძე

დებატებში ოპოზიციის მონაწილეობის თემას, კონკრეტული შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ქართველი მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე:

პრობლემა ის კი არაა, ვინმე წავა თუ არა პროპაგანდისტულ ტელევიზიაში, არამედ ის, რომ ოპოზიცია არაა ერთიანი კოორდინაციაში – როგორ, რა პირობებით და ულტიმატუმებით უტევს ივანიშვილს, რა გზავნილებით, რომელიც ქართველი ხალხის უმთავრეს პრობლემებს უნდა ეხებოდეს.

ერთიანი შემტევი სტრატეგია არ არსებობს და ეს ფრაგმენტულობაა ჩვენი სისუსტის (და არა მარცხის) უმთავრესი და ტრადიციული მახასიათებელი, თორემ ცხადია პოლიტიკოსი ყველგან უნდა მიდიოდეს, სადაც ლაპარაკის და ხალხზე ზემოქმედების უმცირესი შანსიცაა (ნუ ვთხოვთ პოლიტიკოსს ქვის სროლას, მისი საქმე ხალხის მიმხრობა და გულის მოგებაა), “იმედზე” თუ ივანიშვილის სოციოპათ და უაღრესად სუსტ, მბოდავ და მატყუარა “პრემიერს” ვერ მოუგე კამათში, დიდ ბრძოლას რას მოიგებ? უნდა მოუგო!

ყველას ახსოვს, როგორი სუსტები იყვნენ ქოცები საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როცა რამდენიმე ეთერი მოვიპოვეთ (ხალხმა ყურება დაიწყო ამ არხის, რეიტინგი აეწიათ) და ამიტომაც ჩარაზეს.

ცხადია ივანიშვილის სურვილი ნორმალიზების მცდელობაა, მაგრამ რა უნდა ნორმალიზდეს იმ არანორმალურობაში, რაშიც მისი მიზეზით ვართ – ნუ ვაჭარბებთ მათ უნარებს და ჩვენვე ნუ ვაძლევთ ზედმეტ მნიშვნელობას.

როცა ერთიანები და კოორდინირებულები ვართ – მაშინ ვაღწევთ მიზანს! მთავარი ესაა!

პროპაგანდისტულ არხზე მიმსვლალმა ოპოზიციონერმა კი (რეალურმა და არა სატელიტმა) ყველა ის პრობლემა უნდა გაახმიანოს, რომელიც ხალხს და ქვეყანას აქვს ახლა.

და უნდა მოიგოს!” – წერს ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვამაც უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობას ყველანი თანაბრად ვიღებთ და ვინაწილებთ”...

საზოგადოებაში წამოწეულ კონკრეტულ საკითხებს თუ შეკითხვებს, ერთგვარი მინიშნებებით და...

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“არცერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც ბორიას კანტორა თხზავს ელისო კილაძის წინააღმდეგ” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...

“კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს, ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის...

"ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...