spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: "ავარიულ საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ პირს, რომელიც...

კახა კალაძე: “ავარიულ საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ პირს, რომელიც უარს განაცხადებს ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მუნიციპალიტეტისგან ქირა შეუწყდება”

ავარიულ საცხოვრებელ სახლებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ქირის გაცემის წესში გარკვეული ცვლილებები შედის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ პირი მუნიციპალიტეტისგან იღებს ქირას და ამასთანავე უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას ქირის მიღება ექვსი თვით შეუწყდება.

ცვლილება შეგვაქვს ქირების გაცემის წესში. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა არსებობს ავარიული სახლების ჩანაცვლების კუთხით, სამწუხაროდ, ზოგიერთი მესაკუთრე არაკეთილსინდისიერად იყენებს მერიის ქირების პროგრამას. ეს ადამიანები უარს აცხადებენ ჩანაცვლების პროგრამებში მონაწილეობაზე, რითაც ასევე აზარალებენ და აზიანებენ სხვა მესაკუთრეების უფლებებს. ამასთან, პარალელურად, წლების განმავლობაში იღებენ ქირას მერიიდან.

ცვლილებების მიხედვით, თუ პირი იღებს ქირას და ამასთანავე გამოვლინდება, რომ იგი უარს განაცხადებს ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, მას ექვსი თვით შემდეგ შეუწყდება ქირის მიღება და აღუდგება მხოლოდ მას შემდეგ, როცა განაცხადებს თანხმობას ჩანაცვლების პროგრამებში მონაწილეობაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, ის პირი, რომელიც უარს განაცხადებს ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე და ამის შემდეგ გაუჩნდება ქირის მიღების საფუძველი, მას არ მიეცემა ქირა მანამ, სანამ არ განაცხადებს თანხმობას ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობაზე.

მინდა, ვთხოვო ჩვენს თბილისელებს, რომ გულისხმიერად მოეკიდონ ამ პროცესს და გამოიყენონ ჩვენს მიერ შეთავაზებული პროგრამები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მათ კეთილდღეობასა და საკუთრების ობიექტის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. ჩვენ გვინდა, რომ დაგეხმაროთ, თქვენი საცხოვრებელი პირობები გავაუმჯობესოთ, რომ არ ცხოვრობდეთ ავარიულ სახლებში, რაც საფრთხეს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტს მზაობა აქვს, რომ თქვენს გვერდით იყოს. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, ისარგებლეთ აღნიშნული პროგრამით.

არ მესმის, რატომ უნდა უხაროდეს ადამიანს ძველ და საფრთხის შემცველ სახლში ცხოვრება. არ ვიცი, მიზანმიმართულად აცხადებს ზოგი უარს, თუ ჩვენი მხრიდან დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სჭირდებათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ. იაქტიურეთ, გამოიყენეთ აღნიშნული პროგრამა და ძველის ნაცვლად მიიღეთ ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე, გარემონტებილი ბინები, ზუსტად იმ ფართობის, რაც ახლა გაქვთ საკუთრებაში“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დედა დამიბრუნეთ😣…” – ელისო კილაძის შვილი

სოციალურ ქსელში მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის შვილი...

“ყველა პოლიციელი არაა გმირი და რაც ვიხილეთ, ეს უბედურება მოსალოდნელი იყო, ამდენი აგრესიის, ძალადობის,...

პოლიციის შენობებში სამართალდამცავების მიერ დაკავებულ პირებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან...

“კუდაბზეკილ ევრობიუროკრატიას საკუთარი თავი კეთილსინდისიერების ეტალონად მიაჩნია” – ზაალ ანჯაფარიძე

ევროკავშირთან ურთიერთობის მხრივ კონკრეტულ მოსაზრებებს გამოთქვამს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე: "ჩვენი...

“ხოდა ეგებ აქედან იწყება ყველაფერი და მერე მოდის დანარჩენი – სხვისი შვილის დაწყევლიდან დაკიდებამდე”...

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მომხდარ მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“სისტემა ძალადობრივია მანამ, სანამ ის ძალადობას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს მიმართავს” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მედიაში გასულ რეპორტაჟს...

“სანამ საკუთარ თავს და ძალას არ ვირწმუნებთ, მარცხის გამარჯვებას ვიზეიმებთ სულ!” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობასა და საზოგადოების მიდგომებზე აკეთებს მინიშნებებს ანალიტიკოსი...