spot_img
მთავარიემიგრანტის ხმა "პარალელზე""ჩემი თითქმის 14-წლიანი ბრძოლის განმავლობაში ყველაზე რთული და...

“ჩემი თითქმის 14-წლიანი ბრძოლის განმავლობაში ყველაზე რთული და მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება მომიწია – დამეტოვებინა ქვეყანა” – ლაშა ხუსკივაძე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლაშა ხუსკივაძე, სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს ქვეყნიდან მისი წასვლის მიზეზებზე და აფასებს ქვეყანაში შექმნილ რეალობას:

 

– როგორ შეაფასებთ ქვეყანაში შექმნილ რეალობას და რამ გამოიწვია თქვენი ემიგრაციაში წასვლა?

 

„პირველ რიგში, მოგესალმებით, მარიამ. მივესალმები თქვენს მკითხველს და იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად, ქარში თუ წვიმაში, თავგანწირვით იბრძვიან იმ კრიმინალური სინდიკატის წინააღმდეგ, რომელიც ხელისუფლებაშია მოკალათებული და საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას დღითიდღე აუარესებს.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, პასუხს რამდენიმე ნაწილად დავყოფ:

პირველი საკითხი უშუალოდ მე მეხება, თუმცა მას გადამწყვეტად არ მივიჩნევ. კითხვის საპასუხოდ მოგახსენებთ, რომ ჩემი თითქმის 14-წლიანი ბრძოლის განმავლობაში ყველაზე რთული და მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება მომიწია — დამეტოვებინა ქვეყანა. ეს არ არის საამაყო გადაწყვეტილება, მაგრამ შექმნილმა მდგომარეობამ და გარემო პირობებმა მაიძულა, საქართველოდან წავსულიყავი და საერთაშორისო დაცვა ერთ-ერთ ქვეყანაში მომეთხოვა. იმ ფონზე, როდესაც ჩემი თანაგუნდელებისა და მეგობრების დიდი ნაწილი უკანონო პატიმრობაშია, ხოლო მეორე ნაწილი ან ქვეყნიდან არის წასული, ან ელოდება, როდის დაადებს ოლიგარქი ხელბორკილებს, ჩემი ქვეყანაში დარჩენა ნამდვილად შეიცავდა მაღალ რისკს — როგორც უკანონო თავისუფლების აღკვეთის, ისე ფიზიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით (ამ საკითხზე იყო გარკვეული შემოთვლები).

ალბათ, სადაო აღარ არის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, და განსაკუთრებით პოლიტიკურ ოპონენტებს, წართმეული გვაქვს როგორც სამართლიანი სასამართლოს, ისე ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი — ეს აღიარებულია უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ სახელმწიფოს მიერ.

ბოლო წლებში რეჟიმმა 20-მდე რეპრესიული კანონი მიიღო პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. უნდა ითქვას, რომ მსგავსი კანონები მოქმედებს რუსეთში, ირანსა და მათ გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებში. ამ კანონების სისასტიკე პირადად მეც არაერთხელ შემეხო, ისევე როგორც ჩემს თანამებრძოლებს.

ჩემი პარტიის ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, დაპატიმრებული იყო დაპირების გაცემის გამო; პარტიის დამფუძნებელი და ნომერ პირველი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, გაასამართლეს შეწყალების უფლების გამოყენების გამო; ჩემი მეგობარი, ბაჩო ახალაია, დაპატიმრებულია მეუღლის „ვაიფაის“ გამოყენებით მეგობრებთან განხორციელებული ზარების გამო (ხაზგასასმელია, რომ ზარების შინაარსი არც გამოძიებამ და არც სხვამ არავინ იცის). ასევე, ჩემი თანამებრძოლები — მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე და სხვები — დაატყვევეს საყოველთაო სახალხო კენჭისყრის ორგანიზების გამო (როგორც შევიტყვე, სწორედ ამ საკითხის ირგვლივ გამოხატა სუს-მა ჩემი პერსონით დაინტერესება).

ახლა ერთი წუთით გავიაზროთ ეს ყველაფერი და ვთქვათ: რამდენად ნორმალური გარემოა ქვეყანაში? რამდენად არის დაცული ჩვენი უფლებები და უსაფრთხოება? არ უნდა დაგვავიწყდეს „ქართული ოცნების“ სპეცოპერაციაც, რომელიც კორუფციასთან ბრძოლით შეინიღბა, თუმცა რეალურად კრიმინალურ გარჩევას უფრო ჰგავს: იჭერენ და მილიონების მოპარვაში ამხელენ საკუთარ ყოფილ თანაგუნდელებს, შემდეგ კი, სოლიდური გირაოსა და, ჩემი ინფორმაციით, „შავი ფულის“ მიტანის სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმებით ათავისუფლებენ. ბოლო ინფორმაციით, ბატონმა ღუდუშაურმა, რომელიც კორუფციისთვის დააკავეს, გარდა ოფიციალურად გადახდილი გირაოსი, 5 მილიონი ლარი მიიტანა „შავ სალაროში“. სამაგიეროდ, მათე დევიძე, ახალგაზრდა აქტივისტი, მრავალწლიან პატიმრობაში გაუშვეს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო.

არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს, სწორედ იმ დროს, როდესაც ამ ინტერვიუს ვწერთ, ქვეყანაში მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, რომელიც 400 დღეზე მეტია გრძელდება. რას უპირისპირებს რეჟიმი ამ პროტესტს? რეპრესიებს! რაში გამოიხატება ეს? იმაში, რომ აქციის მონაწილე, რომელიც ბორდიურზე გაივლის, შესაძლოა ერთი წლით ციხეში აღმოჩნდეს; მომიტინგე, რომელიც სამედიცინო ნიღაბს გაიკეთებს, აუცილებლად მოხვდება განსასჯელის სკამზე; სავალ ნაწილზე გამოხატული პროტესტის გამო კი 5000-ლარიანი ჯარიმა გეკისრებათ. თუ ისევ გააპროტესტებ ციხე.

მკითხველმა შეიძლება ჩემი ნათქვამი გაზვიადებულად მიიჩნიოს, მაგრამ ამის საპირისპიროდ ვიტყვი, რომ სწორედ მსგავსი გამოგონილი ბრალდებებით დღეს 150-ზე მეტი ადამიანია დატყვევებული ქართულ ციხეებში.

BBC-ის გამოძიებამ აჩვენა ის, რაზეც მე და უამრავი სხვა ადამიანი გაცილებით ადრე ვსაუბრობდით — ვგულისხმობ საპროტესტო აქციებზე შესაძლო ქიმიური იარაღით მოწამვლის ფაქტებს. როდესაც ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ართმევს უფლებებს, იღებს რეპრესიულ კანონებს, წამლავს ქიმიური იარაღით და ამ ყველაფერს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების მოტივით აკეთებს, ასეთ ხელისუფლებას „ხელისუფლება“ აღარ ჰქვია. მათ შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ კრიმინალური დაჯგუფება, რომლის ერთადერთი მიზანია განსხვავებული აზრის ჩახშობა და ძალაუფლების სადავეებთან რაც შეიძლება დიდხანს დარჩენა.
ცეცხლი ოლიგარქიას!

ინტერვიუ ჩაწერა
მარიამ ხაჩირაშვილმა

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი”...

მიტროპოლიტ იობისთვის თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით...

“ივანიშვილის საკენკზე გაზრდილი ე.წ. პრემიერ მინისტრი, პატრონის დავალებით, ცდილობს ალტერნატიული რეალობის შექმნას” – მიხეილ...

ფასებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის მხილებისკენ მოუწოდებს...

მიხეილ სააკაშვილი: “საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა”

მმართველი გუნდის მიერ ჯარიმების გაზრდასთან დაკავშირებით მწვავე შეფასებებს აკეთებს...

“ასეთი ამჩემფეხება და თავკერძა თანამოქალაქეების ეპოქაში რატომ მომიწია ცხოვრება, სულ ამას ვფიქრობ” – გოჩა...

თავისი გადასახედიდან, ქართულ რეალობას აღწერს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეკა, 6 მაისს შენს სახლთან მოდიან დედები და მამები, რომლებიც თავიანთი შვილების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების პრობლემებზე ამახვილებს...

“ყველა ის წარმატებები, რომელიც ბატონ პაატას ჰქონია მსოფლიო ხელოვნების ასპარეზზე, იყო და არის საამაყო...

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“ასეთი ამჩემფეხება და თავკერძა თანამოქალაქეების ეპოქაში რატომ მომიწია ცხოვრება, სულ ამას ვფიქრობ” – გოჩა...

თავისი გადასახედიდან, ქართულ რეალობას აღწერს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში,...

“უძლეველი პუტინის” მეხოტბეები როგორ არიან ?!😃😃😃” – თაკო ჩარკვიანი

9 მაისის მოსკოვში აღლუმის გამართვასთან დაკავშირებით გაჩენილი საყურადღებო რისკებისა...

“ჩასარეცხად გამზადებული კობახიძე თავისი მოკლე ჭკუით, ალიბს იქმნის მოხსნის წინ…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი, სომხეთში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური...