ხუთშაბათი, ივლისი 31, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიივანიშვილს ჰგონია, რომ არჩევნებში დამარცხებით მისთვის მთავრდება ყველაფერი...

ივანიშვილს ჰგონია, რომ არჩევნებში დამარცხებით მისთვის მთავრდება ყველაფერი რაც მნიშვნელოვანია, ამიტომაც განსაკუთრებით სახიფათოა ქვეყნისთვის – თინათინ ხიდაშელი

პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგს და მის მიერ 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების თაობაზე პოზიციის დაფიქსირებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებისადმი, გაკეთებულ მიმართვას ეხმიანება თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი, 5 პუნქტით განსაზღვრა ის, თუ რისი მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს არჩილ თალაკვაძეს და სერიოზულ საფრთხეს ხედავს ყოველი:

“ბევრის დაწერა შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებაზე, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წინადადებით, იმაზე თუ სავარაუდოდ რისი მოლოდინი აქვს:
1. დარწმუნებულია ელჩები არ იტყვიან სახელებით და გვარებით იმაზე მეტს, რაც უკვე თქვეს. (იგულისხმება) აშშ საელჩოს 14 აპრილის განცხადება ოქრუაშვილის საქმეზე. აქ რაც წერია ამაზე მეტი თუ გვითხრეს, მაშინ ფიდელ კასტროს რეჟიმი გაქვთო უნდა მიაყოლონ;
2. და თუ იმაზე მეტი თქვეს, რაც უკვე ნათქვამია და შესაბამისად, ფიდელ კასტროს რეჟიმი გაქვთო, მაშინ რა დარჩება ამ ქვეყნისგან. მსგავსი დარდი როგორც ჩანს არ აქვს Archil Talakvadze-ს;
3. და კიდევ ერთი, იმის მიუხედავად რას იტყვიან, ეს ხომ მათ ცოდნას და მეხსიერებას არ გააქრობს იმაზე, თუ სინამდვილეში რაზე იყო შეთანხმება. და ეხლა თუ ვერ იტყვიან ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეს პირობა გაქრება და უკვალოდ ჩაივლის;
4. მუდამ ასეთი ნახევარი ნაბიჯებით რატომ დადის ხელისუფლება?! ხვალ ამ მოტივით საკონსტიტუციო ცვლილებებზე თუ იტყვის უარს, მერე ხომ დაემხობათ თავს მთელი ცივილიზებული სამყარო და სინამდვილეში კი მორიგ ჯერზე ეწირება ქვეყნის რეპუტაცია. და შემდეგ სერიაში რა ხდება?
5. ყველაზე საშიში ამ ყველაფერში კი ის არის, რომ სააკაშვილისგან განსხვავებით, რომელმაც ბოლო სერიაში იცოდა, რომ თუკი ყველაფრის მიუხედავად დამარცხდებოდა, თუ ამ დედამიწაზე უნდოდა ცხოვრება, უნდა ეღიარებინა შედეგები, ეს ივანიშვილმა ნამდვილად არ იცის, ვინაიდან დღეს დარწმუნებულია, რომ თუ ძალაუფლებას დაკარგავს ამით ყველაფერი მთავრდება მისთვის.

… მთავარი განსხვავებაც აქ არის:
– სააკაშვილმა იცოდა, რომ არჩევნებში დამარცხების არაღიარებით მთავრდებოდა ყველაფერი, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო;
– ივანიშვილს კი ჰგონია, რომ არჩევნებში დამარცხებით მისთვის მთავრდება ყველაფერი ის, რაც დღეს მნიშვნელოვანია.
ამიტომაც არის განსაკუთრებით სახიფათო ქვეყნისთვის,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თინათინ ხიდაშელი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“როცა სამშობლოდ რუსეთი მიგაჩნია, ცხადია, ყველას, ვისაც რუსეთი არ უნდა, უსამშობლოს დაუძახებ” – ვახო...

ჟურნალის ვახო სანაიას მძიმე მინიშნება: "როცა სამშობლოდ რუსეთი მიგაჩნია, ცხადია,...

“დოკუმენტი თავისთავად ძალიან საინტერესოა, ძალიან ჯანსაღი აზრები იკვეთება მასში, და ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის...

პარტია "სტრატეგია აღმასენებლის ოფისში" გაიმართა შეხვედრა-მსჯელობა დოკუმენტზე "ვაშაძის გეგმა...

“როგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი თბილისის მერობის "ქართული ოცნების" კანდიდატურაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში...

“საკუთარი გამოცდილებით გეტყვით, ვისაც ამ საკითხთან შეხება არასდროს ჰქონია” – ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი კონკრეტულ ფაქტებს იხესნებს პირადი...