spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ფასები კატასტროფულად გაზარდა საქართველოს მთავრობამ. თვალთმაქცურად კომისია შექმნა,...

“ფასები კატასტროფულად გაზარდა საქართველოს მთავრობამ. თვალთმაქცურად კომისია შექმნა, თითქოს რამეს იკვლევდეს” – გია ჯაფარიძე

აღმოსავლეთის სპეციფიკური რეალობა და კონკრეტული ფაქტები საქართველოსთან მიმართებაში ყოფილი დიპლომატის, ანალიტიკოსის, პოლიტიკის ექსპერტის გია ჯაფარიძის შეფასებება-განმარტებებში:

აზია სპეციფიკურია. აქეთ აღმოსავლეთი და მაღრიბი – ორივე. მანდ რევოლუციები ბაზრიდან იწყება. ბაზარი თუ აჯანყდა, ცვლილება თითქმის გარდაუვალია. “არაბული გაზაფხულის” ტრიგერიც გარემოვაჭრის ტრაგიკული ამბავი გახდა. თუ ბაზარი არ აჯანყდა, აღმოსავლეთი მშვიდი და ნელია.

ირანიც აზიაა. არავინ იცის, როგორ დამთავრდება ეს ჯანყი, მაგრამ ყველაფერი ბაზრიდან დაიწყო, როგორც ჩანს. ფასების ზრდა გახდა პროტესტის მიზეზი.

ფასებზე არ ვლაპარაკობთ საქართველოში. ფასები კატასტროფულად გაზარდა საქართველოს მთავრობამ. თვალთმაქცურად კომისია შექმნა, თითქოს რამეს იკვლევდეს. პარკირების ჯარიმა, იუსტიციის სახლში ნებისმიერი მომსახურება და დენის ფასი ხომ მთავრობამ გაზარდა. მაგას რა კომისია უნდა? ყველა მარკეტი რომ ქოცებისაა, ამას რა კომისია სჭირდება? ინფლაციის მიზეზი რომ ეროვნული ბანკია, ამას რა შესწავლა უნდა? ის ეროვნული ბანკი, რომელმაც მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ყოფილი გენერალური პროკურორი, რუსეთის სასარგებლოდ მოქმედების გამო სანქცირებული, “გადაარჩინა”. ფასების ზრდაზე მედიამ და სპეციალისტებმა უნდა ილაპარაკონ.

საერთაშორისო ამბები ადასტურებს, რომ 3+3 ფორმატი მხოლოდ სიტყვის მასალა იყო, მკვდარი იდეა იყო. BRICS-ც მკვდარი იდეა. დსთ-ც ასეთი იყო. არადა რამდენი ვილაპარაკეთ 🙂

მედიაში თემებს და “ექსპერტებს” ასევე უნდა გადატვირთვა“, – წერს გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“0%-იანი განვადება – მითი თუ რეალობა?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

“სამარცხვინოა, პირველ რიგში, ქართველი კაცების დუმილი და კიდევ “ქოცობა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...

“ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება ბავშვების მკურნალობასა და ქვეყნის სიყვარულს მიუძღვნა, სისტემა აბსურდული ბრალდებით სჯის”...

"ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ეს სამარცხვინო ცემა-ტყეპა სიყვარულის ენით იყო გაჯერებული, მაინტერესებს?” – ბაჩანა შენგელია

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას კონკრეტული პოზიციით და (არა)რიტორიკული შეკითხვით...