spot_img
მთავარიკანონი და სამართალიComCom-მა "ტელეიმედის" წინააღმდეგ "საქართველოს მომავლის აკადემიის" საჩივარი არ...

ComCom-მა “ტელეიმედის” წინააღმდეგ “საქართველოს მომავლის აკადემიის” საჩივარი არ დააკმაყოფილა

ComCom-მა „ტელეიმედის“ წინააღმდეგ „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა. კერძოდ, ორგანიზაციამ და ალექსანდრე ზიბზიბაძემ კომისიას მიმართეს საჩივრით, რომელიც „ტელეიმედის“ გადაცემაში „იმედის კვირა“, ასევე მაუწყებლის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში მათ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა. მომჩივანის შეფასებით, „ტელეიმედი“ ორგანიზაციისა და მისი დამფუძნებლის, ალექსანდრე ზიბზიბაძის შესახებ ავრცელებდა უზუსტო, ცრუ და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, ამასთან, მომჩივანი „ტელეიმედისგან“ ითხოვდა პასუხის უფლებას, თუმცა, მაუწყებელმა აღნიშნული მოთხოვნა დაუსაბუთებლობის მიზეზით არ დააკმაყოფილა.

ComCom-ის მიერ შესწავლილი გარემოებების მიხედვით, გადაცემა ეხება ორგანიზაციის საქმიანობას, ასევე, ევროკომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გრანტის სახით გაცემული თანხისა და მისი შემდგომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის, „საქართველოს მომავლის აკადემიაზე“ განაწილებას და თანხის გამოყენებას. ამასთან, სიუჟეტში გადმოცემულია „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და მისი დამფუძნებლის საქმიანობასთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ ჩატარებული გამოძიება, გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებები, გამოძიების შედეგები და დასკვნები, და არა ფაქტები.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მათი ფორმის, შინაარსისა და კონტექსტის გათვალისწინებით წარმოადგენს არა ფაქტებს, არამედ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაკეთებულ ბრალდებებს, რომლებზეც არ ვრცელდება გადაცემული ფაქტების მიმართ დადგენილი ჯეროვანი სიზუსტის დაცვის მოთხოვნა. შესაბამისად, ComCom-მა „საქართველოს მომავლის აკადემიისა“ და ალექსანდრე ზიბზიბაძის საჩივრები არ დააკმაყოფილა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია” – “ოპოზიციის...

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე,...

“ამასაც შეირჩენენ და ქოცარასტი სუპიხვრეპიები, ამასაც გააპრავებენ” – დავით ქაცარავა

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მძიმე...

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...