spot_img
მთავარიეს საინტერესოასემეკმა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების დადგენის...

სემეკმა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების დადგენის შესახებ იმსჯელა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე იმსჯელა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების დადგენის შესახებ.

კომისიის გადაწყვეტილებით, ტარიფები დარჩა უცვლელი როგორც საყოფაცხოვრებო (მოსახლეობა), ასევე არასაყოფაცხვრებო (კომერციული სექტორი, ბიზნესი) მიმართულებით. ელექტროენერგიის სექტორში დადგენილი დროებითი ტარიფები იმოქმედებს 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით, ხოლო ბუნებრივი გაზის ტარიფები ძალაში იქნება 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ფარგლებში, კომისიამ გამართა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებთან მიმართებაში, გაითვალისწინა ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების (შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“; სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“) წერილობითი მომართვები, რომლებიც უკავშირდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსს.

როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე მარეგულირებელი კომისიის ერთობლივი ინტერესია, რომ ერთი მხრივ განვითარდეს ენერგეტიკის სექტორი და აღმოიფხვრას სექტორში არსებული პრობლემები, ხოლო მეორე მხრივ დადგინდეს სამართლიანი ტარიფები, რომელიც მძიმე ტვირთად არ დააწვება მოსახლეობასა და ბიზნეს სექტორს.

რაც შეეხება მომდევნო 5 წლის პერიოდზე განსახორციელებელ ინვესტიციებს, კომპანიები განახორციელებენ საინვესტიციო გეგმებს და ამ კუთხით, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაციას პრობლემა არ შეექმნება. ასევე, განხორციელდება კომისიასთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმები ბუნებრივი გაზის სექტორში.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგეტიკის სექტორში დღემდე მოქმედებს 2023 წელს 3 თეთრით შემცირებული ტარიფები, რომლის შემცირებაზე ზეგავლენა იქონია ჰიდროელექტროსადგურ „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის შედეგად იაფიანი ელექტროენერგიის წილის ზრდამ ელექტროენერგიის შესყიდვის მთლიან კალათაში, მაღალი ჰიდროლოგიის მაჩვენებლებმა, ასევე 2022-2023 წლების ზამთრის პერიოდში თბოსადგურების საშუალებით გამომუშავებული იაფიანი ელექტროენერგიით იმპორტირებული ენერგიის ჩანაცვლებამ.

ინფორმაციას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...