კვირა, დეკემბერი 28, 2025
1.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ქვეყანაში რევოლუციების მოწყობის მცდელობა...

“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ქვეყანაში რევოლუციების მოწყობის მცდელობა არავის ეპატიება” – კახა კალაძე ბაჩო ახალაიას დაკავებაზე

დედაქალაქის მერი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა არავის ეპატიება.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო ყოველთვის კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

4 ოქტომბრამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია და ეს ადამიანები სახელმწიფო გადატრიალებას აპირებდნენ. არჩევნების დღეს კი, ამ ყველაფრის აღსრულებაში მოყვანა დაიწყეს. თუმცა, სახელმწიფოს შესაბამისმა უწყებებმა იმოქმედეს კანონის შესაბამისად და აღკვეთეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ფაქტი. ამ მიმართულებით გამოძიება დაწყებულია, ბევრი ადამიანია დაკავებული. გუშინ ბაჩო ახალაიაც დააკავეს. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.

ჩვენ არჩევნებამდე არაერთი მოწოდება გავაკეთეთ – მეც, პრემიერ-მინისტრმაც, რომ არ გადაედგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება, რადგან სახელმწიფო კანონის ფარგლებში იმოქმედებს და ქვეყანაში რევოლუციების მოწყობის მცდელობა არავის ეპატიება. ამის მიუხედავად, მაინც არ შეწყვიტეს მოქმედება. ყველა, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, შესაბამისად აგებს პასუხს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შეიძლება არაპოპულარულ რამეს ვამბობ, მაგრამ მაშინაც ვთვლიდი, რომ კომისიაზე უნდა მისულიყო ყველა პოლიტიკოსი” –...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია პოლიტიკოსების კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით...

“როცა სახელმწიფო კორუმპირებულია, მაშინ დგება კარტელური გარიგებები ჩინოვნიკების მონაწილეობით” – მიხეილ სააკაშვილი

მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის განცხადებას, ქვეყანაში პროდუქტებზე მაღალ ფასებსა...

“რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, პოლიტიკური კონტროლი აეღოთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაზე, ფიასკოთი დასრულდა” – ზაალ ანჯაფარიძე

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა ირაკლი ყანდაშვილმა, რასაც...

“ისინი დადგნენ მაღალი ფასების მხარეს” – კახა კალაძე ოპოზიციაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ ერთი ადგილი გაქვთ, ბაჩო ახალაიას მტკიცებულებებით დაუდასტურეთ ბრალი და არა ცოლის შანტაჟით!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის...

“მთელი საქოცეთის ქალთა მოდგმა რომ გააერთიანოთ, თავის აღმატებული ღირსებებით, ერთი ანი ნადარეიშვილი არ გამოიძერწება...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე სრულ მხარდაჭერას...

“სამწუხაროდ ეს ყველაფერი თითოეულ ქართველს უქმნის დიდ საფრთხეს” – მიხეილ სააკაშვილი

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების...

“15 წელი ცოტაა, სამუდამო პატიმრობას იმსახურებს, ისეთი დანაშაული ჩაიდინა!” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, სუს-ის...

“უმადური არასდროს ვყოფილვარ და არც ახლა ვიქნები. მადლობა მას და ვულოცავ იუბილეს😊” – გიორგი...

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, მომღერალი გიორგი უშიკიშვილი საქართველოს...