spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ძალიან მიხარია, რომ შევძელი ქართველი გულშემატკივრების გახარება" -...

“ძალიან მიხარია, რომ შევძელი ქართველი გულშემატკივრების გახარება” – ხვიჩა კვარაცხელია

ეროვნული ნაკრებისა და საფრანგეთის “პსჟ”-ს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე, 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ემოციური იყო კვარაცხელიას პირველი კომენტარი:

პირველ რიგში მინდა მადლობით დავიწყო – მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც დააფასა ჩემი შრომა და დღეს მაქვს შესაძლებლობა მივიღო ეს ჯილდო. 2025 წელი, კარიერული თვალსაზრისით, ყველაზე წარმატებული წელი იყო, რითიც ძალიან ვამაყობ.

ძალიან მიხარია, რომ შევძელი ქართველი გულშემატკივრების გახარება.

რაც შეეხება ნაკრებს, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით იმ მიზნის მიღწევა, რომელიც გვსურდა, მაგრამ თითოეული ფეხბურთელი გრძნობს პასუხისმგებლობას და 2026 წელს ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით, შევეცდებით შევასრულოთ ის მიზანი, რაც გვაქვს.

მინდა წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, დაესწარით მრავალს, ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ!” – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ინფორმაციისთვის: ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად უკვე მეხუთედ დაასახელეს – (2020, 2021, 2022, 2023, 2025 წლებში, რაც რეკორდია.

ასევე აღსანიშნავია, რომ ხვიჩამ, ამ სეზონში, “პსჟ”-სთან ერთად, მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს სუპერთასი და ფიფა-ს საკონტინენტთაშორისო თასი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვისურვებდი თავისუფლება, ილუზორულობის ნაცვლად, სინამდვილედ გვექცია და მომავალში თარიღებზე მეტად რეალური თავისუფლება გვეზეიმა” –...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის...

“სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო პროგრამა” – მარიამ ლაშხი

„სასკოლო კვება არის საყოველთაო საგანმანათლებლო ინსტრუმენტი და არა საქველმოქმედო...

“ამასაც შეირჩენენ და ქოცარასტი სუპიხვრეპიები, ამასაც გააპრავებენ” – დავით ქაცარავა

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მძიმე...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...