spot_img
მთავარიღონისძიებები და დღესასწაულებიპატარა საქართველოსთვის 300 000 ახალგაზრდა ვაჟკაცის თუნდაც დიდი...

პატარა საქართველოსთვის 300 000 ახალგაზრდა ვაჟკაცის თუნდაც დიდი გამარჯვებისთვის შეწირვა მაინც ძალიან დიდი ტრაგედია და წვლილია – გიორგი გახარია

მნიშვნელოვანია, ყველას ახსოვდეს, რამხელა წვლილი შეიტანა საქართველომ ქართველების სიცოცხლით, ფაშიზმზე გამარჯვებაში“ – ეს განცხადება გიორგი გახარიამ ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გააკეთა და თავდაცვის მინისტრთან ერთად უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.

75 წელი გავიდა, როდესაც ამ პატარა ერმა 300 000 გმირი შესწირა ამ გამარჯვებას, მსოფლიოს ჯანსაღი ძალების გამარჯვებას ფაშიზმზე, დიდ ბოროტებაზე.

პატარა საქართველოსთვის 300 000 ახალგაზრდა ვაჟკაცის თუნდაც დიდი გამარჯვებისთვის შეწირვა მაინც ძალიან დიდი ტრაგედია და წვლილია. ამიტომ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, პატივი მივაგოთ და ამასთან ერთად, ბევრს უნდა გავახსენოთ, ვისაც ავიწყდება, რამხელა წვლილი შეიტანა საქართველომ ქართველების სიცოცხლით, ამ გამარჯვებაში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვებსაც ყოველთვის უნდა გავახსენოთ.

პირველ რიგში, პატივი უნდა მივაგოთ მათ ხსოვნას, მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ღვაწლმოსილი ვეტერანები, რომლებიც უკვე იმ ასაკში არიან, რომ მათზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური მოვალეობა უნდა იყოს. ამიტომ, პირველ რიგში, ვულოცავ მათ, სახელმწიფო მათზე ზრუნავს და ამას გააგრძელებს,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება,რომლის მიხედვითაც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფულადი სოციალური დახმარების სახით 600 ლარს მიიღებენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 300 ლარს. ასევე მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილე ჯილდოვდება საიუბილეო მედლით – „ფაშიზმზე გამარჯვების 75 წელი“.

 

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...