კვირა, დეკემბერი 28, 2025
3.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რამდენი სიკეთე დავკარგეთ ან ვკარგავთ ქ/ოცნების ხელში -...

“რამდენი სიკეთე დავკარგეთ ან ვკარგავთ ქ/ოცნების ხელში – ოფლით და ბრძოლით მოპოვებული?” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორის, იაგო კაჭკაჭიშვილის პუნქტობრივი ჩამონათვალი/შეფასებები “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდთან მიმართებაში:

რამდენი სიკეთე დავკარგეთ ან ვკარგავთ ქ/ოცნების ხელში – ოფლით და ბრძოლით მოპოვებული?

1. ეროვნული უსაფრთხოება, როდესაც პრაქტიკულად განიარაღებულნი ვრჩებით რუსული აგრესიის წინაშე, რადგან გადავიმტერეთ ევროკავშირი და აშშ;

2. უვიზოდ ევროპაში გადაადგილება, თავისი ეკონომიკური შედეგებით (მაგალითად, მოკლევადიანი დასაქმებით და მატერიალური ამოსუნთქვით, რაც ბევრი ადამიანის გამოცდილების ნაწილი იყო);

3. საერთაშორისო დონორების დახმარება, რომლითაც სარგებლობდა არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორი, არამედ ბენეფიციართა უზარმაზარი არმია;

4. დასავლური (ევროპული და ამერიკული) განათლების მიღების შესაძლებლობა – დაიხურა საერთაშორისო განათლების ცენტრი, საფრთხე შეექმნა ერაზმუსის პროგრამებს, 11 წლიანი სკოლის ატესტატით ვეღარ ისწავლიან უცხოეთში და ა.შ.;

5. ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების (პოლიცია, სასამართლო, არჩევნები და სხვ.) მიმართ – სასამართლოს მიმართ ნდობის პრობლემა სულ არსებობდა, მაგრამ დღეს მოქალაქე კიდევ უფრო მეტად აღარ ხედავს სახელმწიფოს როგორც პარტნიორს, რომელთანაც კეთილდღეობის სოციალური კონტრაქტი აქვს დადებული. ნდობა ჩაანაცვლა შიშმა.

და რა “სიკეთეები” შევიძინეთ სანაცვლოდ?

1. მყიფე მშვიდობა, რომელიც ბეწვზე ჰკიდია რუსული იმპერიალიზმის დამოკლეს მახვილის ქვეშ;

2. მოჩვენებითი სუვერენიტეტი, რომელიც, ფაქტობრივად, იზოლაციონისტური, ანუ უმეგობროა;

3. “კაცი კაცია და ქალი ქალია”.

კიდევ რამე? მიმითითეთ, აბა?” – წერს იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ლილუაშვილი რომ ისე მიიყვანეს იზოლატორში, ერთი ახლობელი არ იდგა იქვე ახლო-მახლოს…” – ზურაბ გირჩი...

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ კონკრეტული სიტუაციების...

“სიამაყეა, რომ ერისკაცთან, ბატონ ბიძინასთან და ქართული ოცნების დიდი ოჯახთან ერთად ვიბრძვი, ჩვენი ქვეყნის...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი (დიტო) სამხარაძე, სანქციებთან დაკავშირებით...

“სანამ ივანიშვილის რჩეული კადრები მართავდნენ, იყო ბნელი და უკუნი და მოვიდა კობახიძის გუნდი და...

მმართველი გუნდის განცხადებებს, რომ ირაკლი კობახიძის მთავრობის მეთაურად დანიშვნის...

“თავისუფალი ადამიანები დღეს გადიან არაადამიანურ მოპყრობას – “კარცერის” ტიპის იზოლატორებში‼️” – ლაშა ტყეშელაძე

იურისტი ლაშა ტყეშელაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, ადმინისტრაციული პატიმრობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ ერთი ადგილი გაქვთ, ბაჩო ახალაიას მტკიცებულებებით დაუდასტურეთ ბრალი და არა ცოლის შანტაჟით!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის...

“მთელი საქოცეთის ქალთა მოდგმა რომ გააერთიანოთ, თავის აღმატებული ღირსებებით, ერთი ანი ნადარეიშვილი არ გამოიძერწება...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე სრულ მხარდაჭერას...

“15 წელი ცოტაა, სამუდამო პატიმრობას იმსახურებს, ისეთი დანაშაული ჩაიდინა!” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, სუს-ის...

“სამწუხაროდ ეს ყველაფერი თითოეულ ქართველს უქმნის დიდ საფრთხეს” – მიხეილ სააკაშვილი

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების...

“უმადური არასდროს ვყოფილვარ და არც ახლა ვიქნები. მადლობა მას და ვულოცავ იუბილეს😊” – გიორგი...

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, მომღერალი გიორგი უშიკიშვილი საქართველოს...