spot_img
მთავარიისტორიული ფაქტები"ერთად ვიბრძოლოთ წარსულის ნამდვილი სურათის აღსადგენად და აუცილებლად...

“ერთად ვიბრძოლოთ წარსულის ნამდვილი სურათის აღსადგენად და აუცილებლად მოვიპოვეთ ჩვენს სანუკვარ მომავალს განვითარებულ ევროპულ საზოგადოებაში!” – ბეჟან ჯავახია

34 წლის წინანდელ ტრაგიკულ მოვლენებს იხსენებს საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ისტორიკოსი, პროფესორი ბეჟან ჯავახია და ქვეყანაში შექმნილ მძიმე რეალობაზე, მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს:

დღის ბოლოს მაინც დავწერე, ვერ გავძელი არ მეთქვა ის რაც თან დამსდევს მთელი დღე!!!

1991 წლის 22 დეკემბერს, რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და იერიში მიიტანა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს შენობაზე…

ეს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი დღე, რადგანაც გარდამავალი ეტაპი, რომელიც გამოცხადებული იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ სრულდებოდა საბჭოთა კავშირის დაშლით. 1991 წლის 21 დეკემბერს ალმაატაში საბჭოთა კავშირი დასრულდა, თუმცა გამოცხადდა ახალი გაერთიანება დსთ, რომელში მონაწილეობაზე საქართველომ უარი განაცხადა…

რუსეთის ამ იერიშს წინამძღოლობდა საქართველოში არსებული მეხუთე კოლონა, რომელსაც მოსკოვიდან უწევდნენ ხელმძღვანელობას, წითელი ფუნქციონერები და საქართველოს ე. წ. ინტელექტუალური პრიველიგენცია(!), კრიმინალურ ძალებთან ერთად…

ეს იყო რუსული ოკუპაცია და ბოლშევიკების შურისძიება დამოუკიდებლობაზე…

ქართველმა ხალხმა წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაუწია სამხედრო, კრიმინალურ ხუნტას და სწორედაც საკუთარი სისხლით დაიცვა დამოუკიდებლობა და ის რომ დღემდე არსებობს დამოუკიდებელი საქართველო, ეს იმ ადამიანების შეუპოვარი და თავგანწირული ბრძოლის შედეგია, რომლებიც არ ეპუებოდა ახალ რუსულ რეჟიმს…

ამ ფაქტების დამახინჯებამ და იმან, რომ დღემდე ვერ შესძლო ქართულმა სახელმწიფომ მოვლენების სწორი შეფასება და უდიერად ეპყრობა ჩვენს წარსულ მეხსიერებას, ის რომ დღემდე არ შეუფასებია იანვარ-თებერვლის თვეებში (1992 წ. რედ.) მიტინგებზე დახვრეტილი ადამიანების თავგანწირვა, ასევე მხედრიონის და სხვა კრიმინალური შენაერთების თარეში, ვერ შებედა წითელ ელიტარულ ნომენკლატურასაც, ვერ დაარქვა მას სახელი და დღემდე პატივში ჰყავს, ამიტომაც პარპაშობს დღესაც რუსული რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში!!!

ერთად ვიბრძოლოთ წარსულის ნამდვილი სურათის აღსადგენად და აუცილებლად მოვიპოვეთ ჩვენს სანუკვარ მომავალს განვითარებულ ევროპულ საზოგადოებაში!

ძირს რუსეთის მოდერნიზებული იმპერია!
ძირს ხუნტა!
ცეცხლი ოლოგარქიას!
თავისუფლება პოლიტპატიმრებს! !
დიდება გმირებს!

Საქართველო უკვდავია და მარადიული❤️“, – წერს ვეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“9 წლის განმავლობაში ვისმენთ მხოლოდ ბრალდებებს და არა ფაქტებს, მტკიცებულებებს” – კახა კალაძე

"პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭირვალედ...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“კვარაცხელიამ იქნებ ღრუბლებს გაუტანოს გოლი და გამოიყვანოს მზე” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, სახუმარო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...