spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიუნდა ვაიძულოთ "ქართული ოცნების" ხელისუფლება გადადგას ქვეყნისათვის საჭირო...

უნდა ვაიძულოთ “ქართული ოცნების” ხელისუფლება გადადგას ქვეყნისათვის საჭირო ნაბიჯები – გიორგი ვაშაძე

ანტიკრიზისულ გეგმასთან და ტურიზმთან დაკავშირებით ორ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ. პირველი, ის რომ ეპიდემიური უსაფრთხოების სტანდარტები ნათელი და ცალსახა უნდა იყოს ყველასათვის და მეორე – უცხოელების მიერ საზღვრის გადმოკვეთის ალგორითმი ანუ კოვიდ პასპორტის გაცემის ალგორითმი. ოპოზიციონერმა ლიდერმა ასევე განმარტა, რომ ამ ყველაფერთან ერთად აუცილებელია სახელმწიფომ დაიწყოს პიარ კამპანია ტურისტების მოსაზიდად, რადგანაც ის შემოსავალი, რაც უნდა მიეღო სახელმწიფოს ივლის-აგვისტოში, არ უნდა დაიკარგოს:

„ჩვენმა საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, ხელისუფლებამ შეცვალა საკუთარი პირველადი მავნებლური გეგმა, ეკონომიკის, ტურისტული ბიზნესის სამი თვის შემდეგ ამუშავებასთან დაკავშირებით და გადმოწია საზღვრების გახსნის ვადა 1 ივლისისათვის, როცა წლის ბოლოსთვის აპირებდნენ გახსნას

ჩვენმა ძალისხმევამ პირველადი მავნებლური გეგმა, ეკონომიკის გახსნის სამი თვით გადავადებით შეცვალა და მეორე, რომ გადმოწია საზღვრების გახსნის ვადა 1 ივლისისათვის, როცა წლის ბოლოსათვის აპირებდნენ გახსნას, მაგრამ ეშმაკი ყოველთვის დეტალებშია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე.

პირველი: მნიშვნელოვანი და აუცილებელია, საჯარო გახდეს ყველა ეპიდემიური უსაფრთხოების სტანდარტი, როგორც ქართული ბიზნესისათვის, ასევე საქართველოს მოსახლეობისათვის, რომ ვიცოდეთ, ჩვენ რა უსაფრთხოების სტანდარტები უნდა დავიცვათ.

მეორე: ძალიან მნიშვნელოვანია სასწრაფოდ გამოქვეყნდეს უცხოელების მიერ საზღვრის გადაკვეთის და ტესტირების ალგორითმი ანუ ე.წ კოვიდ პასპორტის გაცემის ალგორითმი, რომ თითოეულმა უცხოელმა, რომელიც გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას იცოდეს კონკრეტულად რა შემოწმების პროცედურა უნდა გაიაროს.

ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვრებზე, იმ აეროპორტებთან მოლაპარაკება, საიდანაც წამოვა ეს რეისები, ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები, ჩვენ ამ საკითხზე არაფერი არ ვიცით. არ შეიძლება დავრჩეთ გახარიას სლაიდების იმედად, რომელშიც როგორც წესი არანაირი შინაარსი არ არის და მერე ერთი თვე გვჭირდება გავერკვიოთ საერთოდ რა ხდება ამ სიტუაციაში.

მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებულები, ჩვენ შევძელით და შევატრიალეთ სწორი მიმართულებით პროცესი, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, იგივე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, ავტომობილებში მძღოლის გვერდით წინა სავარძლის დაკავებასთან თუ კომენდანტის საათთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი საკითხია მოსაგვარებელი.

ამიტომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ იმისათვის, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გადადგას ქვეყნისათვის, საზოგადოებისათვის, ქართული ბიზნესისათვის საჭირო ნაბიჯები და არ იყოს მხოლოდ თავისი ვიწრო პარტიული ინტერესებით შემოფარგლული.

გულწრფელად გეტყვით, როდესაც ჩვენ ორშაბათს გავაკეთეთ პრეზენტაცია, მათ ცალსახად დაინახეს საზოგადოების გამოხმაურება ჩვენს გეგმასთან დაკავშირებით და მიხვდნენ, ისევ რომ არ ჩავარდნილიყვნენ თავის მართლების რეჟიმში, რაც ტესტირებასთან დაკავშირებით მოუვიდათ, აგვყვნენ ამ გეგმაში, ახლა მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი ბოლომდე მივიყვანოთ.

კიდევ ვიმეორებ, ორი მნიშვნელოვანი საკითხია: ეპიდემიური უსაფრთხოების სტანდარტები ნათელი და ცალსახა, ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ასეთი დოკუმენტი ჯერ არ არსებობს, არ გვინახავს და ამას სერიოზული კამპანია სჭირდება. მეორე ეს არის საზღვრის გადმოკვეთის ალგორითმი უცხოელებისათვის, ტესტირების ალგორითმი ანუ კოვიდ პასპორტის გაცემის ალგორითმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისათვის. ასევე პარალელურად უნდა დაიწყოს პიარ კამპანია, რომ მივიღოთ უცხოელი ტურისტები და უნდა მოვემზადოთ იმისათვის, რომ ის შემოსავალი რაც უნდა მიგვეღო მინიმუმ ივლისი-აგვისტოში არ დავკარგოთ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...