სამშაბათი, იანვარი 13, 2026
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიუნდა ვაიძულოთ "ქართული ოცნების" ხელისუფლება გადადგას ქვეყნისათვის საჭირო...

უნდა ვაიძულოთ “ქართული ოცნების” ხელისუფლება გადადგას ქვეყნისათვის საჭირო ნაბიჯები – გიორგი ვაშაძე

ანტიკრიზისულ გეგმასთან და ტურიზმთან დაკავშირებით ორ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ. პირველი, ის რომ ეპიდემიური უსაფრთხოების სტანდარტები ნათელი და ცალსახა უნდა იყოს ყველასათვის და მეორე – უცხოელების მიერ საზღვრის გადმოკვეთის ალგორითმი ანუ კოვიდ პასპორტის გაცემის ალგორითმი. ოპოზიციონერმა ლიდერმა ასევე განმარტა, რომ ამ ყველაფერთან ერთად აუცილებელია სახელმწიფომ დაიწყოს პიარ კამპანია ტურისტების მოსაზიდად, რადგანაც ის შემოსავალი, რაც უნდა მიეღო სახელმწიფოს ივლის-აგვისტოში, არ უნდა დაიკარგოს:

„ჩვენმა საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, ხელისუფლებამ შეცვალა საკუთარი პირველადი მავნებლური გეგმა, ეკონომიკის, ტურისტული ბიზნესის სამი თვის შემდეგ ამუშავებასთან დაკავშირებით და გადმოწია საზღვრების გახსნის ვადა 1 ივლისისათვის, როცა წლის ბოლოსთვის აპირებდნენ გახსნას

ჩვენმა ძალისხმევამ პირველადი მავნებლური გეგმა, ეკონომიკის გახსნის სამი თვით გადავადებით შეცვალა და მეორე, რომ გადმოწია საზღვრების გახსნის ვადა 1 ივლისისათვის, როცა წლის ბოლოსათვის აპირებდნენ გახსნას, მაგრამ ეშმაკი ყოველთვის დეტალებშია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე მივიყვანოთ ბოლომდე.

პირველი: მნიშვნელოვანი და აუცილებელია, საჯარო გახდეს ყველა ეპიდემიური უსაფრთხოების სტანდარტი, როგორც ქართული ბიზნესისათვის, ასევე საქართველოს მოსახლეობისათვის, რომ ვიცოდეთ, ჩვენ რა უსაფრთხოების სტანდარტები უნდა დავიცვათ.

მეორე: ძალიან მნიშვნელოვანია სასწრაფოდ გამოქვეყნდეს უცხოელების მიერ საზღვრის გადაკვეთის და ტესტირების ალგორითმი ანუ ე.წ კოვიდ პასპორტის გაცემის ალგორითმი, რომ თითოეულმა უცხოელმა, რომელიც გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას იცოდეს კონკრეტულად რა შემოწმების პროცედურა უნდა გაიაროს.

ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო საზღვრებზე, იმ აეროპორტებთან მოლაპარაკება, საიდანაც წამოვა ეს რეისები, ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები, ჩვენ ამ საკითხზე არაფერი არ ვიცით. არ შეიძლება დავრჩეთ გახარიას სლაიდების იმედად, რომელშიც როგორც წესი არანაირი შინაარსი არ არის და მერე ერთი თვე გვჭირდება გავერკვიოთ საერთოდ რა ხდება ამ სიტუაციაში.

მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებულები, ჩვენ შევძელით და შევატრიალეთ სწორი მიმართულებით პროცესი, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, იგივე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით, ავტომობილებში მძღოლის გვერდით წინა სავარძლის დაკავებასთან თუ კომენდანტის საათთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი საკითხია მოსაგვარებელი.

ამიტომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ იმისათვის, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გადადგას ქვეყნისათვის, საზოგადოებისათვის, ქართული ბიზნესისათვის საჭირო ნაბიჯები და არ იყოს მხოლოდ თავისი ვიწრო პარტიული ინტერესებით შემოფარგლული.

გულწრფელად გეტყვით, როდესაც ჩვენ ორშაბათს გავაკეთეთ პრეზენტაცია, მათ ცალსახად დაინახეს საზოგადოების გამოხმაურება ჩვენს გეგმასთან დაკავშირებით და მიხვდნენ, ისევ რომ არ ჩავარდნილიყვნენ თავის მართლების რეჟიმში, რაც ტესტირებასთან დაკავშირებით მოუვიდათ, აგვყვნენ ამ გეგმაში, ახლა მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი ბოლომდე მივიყვანოთ.

კიდევ ვიმეორებ, ორი მნიშვნელოვანი საკითხია: ეპიდემიური უსაფრთხოების სტანდარტები ნათელი და ცალსახა, ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ასეთი დოკუმენტი ჯერ არ არსებობს, არ გვინახავს და ამას სერიოზული კამპანია სჭირდება. მეორე ეს არის საზღვრის გადმოკვეთის ალგორითმი უცხოელებისათვის, ტესტირების ალგორითმი ანუ კოვიდ პასპორტის გაცემის ალგორითმი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისათვის. ასევე პარალელურად უნდა დაიწყოს პიარ კამპანია, რომ მივიღოთ უცხოელი ტურისტები და უნდა მოვემზადოთ იმისათვის, რომ ის შემოსავალი რაც უნდა მიგვეღო მინიმუმ ივლისი-აგვისტოში არ დავკარგოთ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე დადგება დრო, როცა საქართველო შობას აღნიშნავს 25 დეკემბერს” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს...

“შენზე სიტყვის გასვრაც კი მენანება, იმდენად მდაბიო არარაობა ხარ, ნაკაცარო შალიკო” – დიმიტრი (დიტო)...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი (დიტო) სამხარაძე, "ლეიბორისტული პარტიის"...

“მგონი მხოლოდ თავის გარშემო იყურებიან ეს ოლიგარქის კარის თოჯინები, თვითონ რომ მილიონრები არიან, ჰგონიათ...

ცალკეული პირების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ ე.წ. არაბული ინვესტიციებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ერთი წლის მერე სად იქნება კობახიძე ან მდინარაძე არავინ იცის იმ ბრძენი კაცის გარდა😎”...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ერთგვარ შედარებას ახდენს...

“ძალიან საინტერესო პროცესი დაიწყო… ახლა ბიძინა ივანიშვილის სვლის დროა🙏” – ელისო კილაძე

"ძალიან საინტერესო პროცესი დაიწყო: რამდენიმე დღის უკან, "ქართულ ოცნებაში" ახალგაზრდული...

“როგორ, შენ მიშა მიატოვე და ვიღაცას ცოლად გაჰყევი?” – უყვიროდა ის სოფოს და...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სახალისო-რომანტიკულ ისტორიას ჰყვება: "ალისამ ამასწინათ...

“არ არსებობს არცერთი პროცენტი შანსი, რომ ივანიშვილმა კიდევ დიდი ხანი შეინარჩუნოს ხელისუფლება” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთგვარ პარალელებს ავლებს ვენესუელის...