ქართველი მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე ავსტრალიაში მომხდარ ტერორისტულ აქტს და სირიელი არაბის გმირობას ეხმიანება:
“კიდევ ერთხელ – ფანატიზმს და ტერორიზმს რომ არ აქვს არც ნაციონალობა და არც რელიგიური მრწამსი: არაბმა სირიელმა აჰმედ ალ-აჰმედმა ებრაელები გადაარჩინა ჰანუქას დღესასწაულზე ავსტრალიაში.
მსხვერპლი ბევრად დიდი იქნებოდა, ის რომ არა.
ტერორიზმსა და რასიზმს რომ პოლიტიკურ და კვაზი-რელიგიურ რეჟიმები კვებავენ და არსობრიბად ის არაბუნებრივია ადამიანისთვის, განა ამაზე არ წერს ჰანა არენდტი “ტოტალიტარიზმის სათავეებში”?!
თითქოს მის მიერ დაყენებული პრობლემის გამოსავლად და ილუსტრაციად იქცა ეს გმირი კაცი… პასუხად ყველა “სახელმწიფო” და “რელიგიური” ტერორისტისათვის…” – წერს ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში.

