spot_img
მთავარიტექნოლოგიები და კომუნიკაციებიComCom-ის მედიააკადემიაში სემინარი "AI და მისი გამოყენება მედიაში"...

ComCom-ის მედიააკადემიაში სემინარი “AI და მისი გამოყენება მედიაში” ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიაში, ჟურნალისტებისა და სფეროთი დაინტერესებული სტუდენტებისთვის სემინარი „ხელოვნური ინტელექტი და მისი გამოყენება მედიაში“ ჩატარდა, რომელსაც მონაცემთა ანალიტიკოსი და ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი, ირაკლი გოგატიშვილი უძღვებოდა. აღსანიშნავია, რომ ირაკლი გოგატიშვილი ფლობს ტურინის უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორის ხარისხს და ამასთან, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება AI სისტემების შექმნაში.

შეხვედრის ფარგლებში ტრენერმა ისაუბრა თუ რა არის ხელოვნური ინტელექტი და როგორ მუშაობს ის, ამასთან, როგორ გამოიყენება AI სხვადასხვა დარგებსა და მედიასაშუალებებში. გარდა ამისა, მონაწილეები გაეცნენ ყველაზე პოპულარულ და პრაქტიკულ AI ხელსაწყოებს, ასევე, Deep Fake-ისა და ყალბი ინფორმაციის ამოცნობის ხერხებს. სემინარის მონაწილეებს მედიააკადემიამ სერტიფიკატები გადასცა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...