ხუთშაბათი, დეკემბერი 18, 2025
-0.2 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გამოძიება იყო გამჭვირვალე და ხელისუფლება ახლაც ღიაა ითანამშრომლოს...

“გამოძიება იყო გამჭვირვალე და ხელისუფლება ახლაც ღიაა ითანამშრომლოს რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, თუ რაიმე ინტერესი არსებობს” – შალვა პაპუაშვილი

გამოძიება იყო გამჭირვალე და ხელისუფლება ახლაც ღიაა ითანამშრომლოს რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, თუ რაიმე ინტერესი არსებობს. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის საკითხს, თქვენი უფლებაა ეს საკითხი სხდომაზე დააყენოთ, კენჭისყრა ჩატარდება და პარლამენტი გადაწყვეტს ამ საკითხს“, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს შალვა კერესელიძეს.

ბიუროს სხდომაზე წარდგენილი იყო ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ ინიციირებული დადგენილების პროექტი „2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფეტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა/თანამშრომელთა მხრიდან შეკრებების შეწყვეტისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ”.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა კერესელიძეს მოუწოდა, ფრაქციის სახელით ილაპარაკონ და საზოგადოებას არ ამოეფარონ.

საზოგადოების სახელით ნუ საუბრობთ, ისაუბრეთ თქვენი სახელით. საზოგადოებას ნუ ეფარებით. შეგახსენებთ, რომ შარშან, საპარლამენტო არჩევნებში თქვენმა პარტიამ 160 000 ხმა მიიღო, ანუ 7,5 პროცენტი. წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კი, 50 000 ხმა მიიღეთ – მესამედი იმ ხმებისა, რაც მანამდე გქონდათ მიღებული. ასე რომ, საზოგადოების სახელით საუბარი არ არის საჭირო.

თქვენ ხართ ფრაქცია, ხართ სუბიექტი, ვისაც საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაყენება შეუძლია.

რაც შეეხება ნდობა-არნდობის საკითხს, გამოძიება ძალიან სწრაფად და გამჭვირვალედ ჩატარდა და შესაბამისი შედეგები გასაჯაროვდა. ბევრი ადამიანი გამოიკითხა და ეს შედეგები დაიდო.

უკვე აღარავის ეპარება ეჭვი „ბიბისის“ მთავარ ცილისმწამებლური სიუჟეტის თაობაზე. მთავარი იყო გამოეტანათ ჰედლაინი, შინაარსში კი არავინ შესულა. ვითომ საქართველოში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს, თითქოს საქართველო ყოფილიყო ან პირველი მსოფლიო ომის წამომწყები ან დიდი მონაწილე, ან თითქოს პირველი ქიმიური იარაღი ჩვენი გამოგონილი ყოფილიყო და ჩვენ გამოგვეყენებინოს პირველ მსოფლიო ომში და არა იმ ქვეყანას, რომელსაც ზოგიერთი წარმოადგენს. ეს ცილისწამება მხილებულია, ვინაიდან არავის, მათ შორის მათაც, ვინც ეს ეჭვები გამოხატა, არ აქვთ მტკიცებულება.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რელევანტურ საერთაშორისო ინსტიტუციებს კითხვები თუ ექნებათ, ხელისუფლება მზად არის, რომ ყველა შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სამთავრობო დაწესებულებების ერთ სივრცით არეალში მოწყობა, არის უგუნურობა. თუნდაც სამხედრო თავდაცვის სტრატეგიის კონტექსტში” –...

მმართველი პარტიის გადაწვეტილებას, ყველა სამთავრობო დაწესებულებების არსენალის მთაზე გადატანასთან...

“შიში აქვთ, ვაი თუ შეხვდა ვინმე ვინმეს და საქართველო გაერთიანდა!” – დიმიტრი სამხარაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი (დიტო) სამხარაძე პოლიტიკურ შეფასებებს...

“მადლობა პრემიერო!❤️🙏🏼 ეს დიდი პოლიტიკაა!” – ხათუნა ხოფერია

ირაკლი კობახიძის მიერ თურქმენეთში, საერთაშორისო ფორუმში – „მშვიდობა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სულ უფრო მეტად ვრწმუნდები რომ ივანიშვილი, როგორც პროექტი, რუსეთმა ჩამოწერა” – ლელა ჯეჯელავა

"დიდი შანსია "არა არაბობის "უკან "დიდი რუსობის "პროექტი იდგეს. მოძრაობებს,...

“ივანიშვილი სამუდამო პატიმრობას ვერ აცდება” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" საპატიო...

“ჯერ არნახულში მიიყვანა კობახიძის სიგიჟემ ივანიშვილი არც მეტი, არც ნაკლები, ჰააგამდე” – ნიკა გვარამია

ბიბისის სკანდალურ რეპორტაჟს და მასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს, პოლიტიკურ-სამართლებრივი...

“რუსეთს მაინც ვერ ვავნებთ და მილიონ ქართველს რომ გამოგვიყრიან უკან, მერე რას ვშვებით?” –...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“დაუყოვნებლივ შეჩერდეს კანონის “შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ” 2026 წლის 1 იანვიდან აღსრულება და გამოცხადდეს...

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე „შინაური ბინადარი ცხოველების...