spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"ადამიანებს, ვისაც "სინდისის პატიმრებს" ეძახით, დანაშაული აქვთ ჩადენილი....

“ადამიანებს, ვისაც “სინდისის პატიმრებს” ეძახით, დანაშაული აქვთ ჩადენილი. აღიარონ შეცდომები, დავაკვირდებით მოვლენებს, დღეს ვერ და არ გაგცემთ პასუხს, რომ ვინმეს შევიწყალებ” – მიხეილ ყაველაშვილი

შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მე, ჩემი ადმინისტრაცია ეტაპობრივად ვახორციელებთ ხოლმე შეწყალებებს. შემდეგი შეწყალება ალბათ იქნება ნათლისღებისთვის. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს და კონკრეტულად სხვა ქვეყნის მაგალითს, საკუთარ ქვეყანაში სხვა ქვეყნის მაგალითის მოყვანა, ჩემთვის მიუღებელია, – ასე უპასუხა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, დაკავებულების შეწყალებასთან დაკავშირებით, სადაც ჟურნალისტმა პარალელი ლუკაშენკოს მიერ პატიმრების შეწყალებასთან გაავლო.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, იმ ადამიანებს, ვისაც „სინდისის პატიმრებს“ ეძახიან კონკრეტული დანაშაული აქვთ ჩადენილი.

ალბათ როგორმე მიხვალთ იმ ნიშნულამდე, გაითავისებთ, რომ ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი საზოგადოების, მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფალი ახორციელებს თავის უფლებამოსილებას. სწორედ ამ იურისდიქციაში უნდა დავრჩეთ ჩვენ. იმ ადამიანებს, ვინც დღეს დაპატიმრებული არიან და ვისაც „სინდისის პატიმრებს“ ეძახით, კონკრეტული დანაშაული აქვთ ჩადენილი. არის კიდევ პოლიტიკური მოტივი, რის გამოც ის ადამიანები, ჩემი აზრით, იყვნენ მოტყუებული, დღემდე მოტყუებულ პროცესში არიან ზოგიერთები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, პატიმრებმა უნდა აღიარონ დანაშაული.

ირონიული კითხვაც დავსვი, პროდასავლელები თუ ხართ, რომელ დასავლეთს უჭერთ მხარს? რომელს უჭერთ მხარს, ამერიკის არსებულ ადმინისტრაციას, თუ ევროკავშირის ადმინისტრაციას, ერთმანეთთან დაპირისპირებულ მდგომარეობაში არიან დღეს. თქვენ რომელ მხარეს ხართ, ამერიკის, თუ ევროკავშირის ბიუროკრატიის? ის მოტყუებული ადამიანები, ახალგაზრდები გამჭვირვალობის კანონის გამო გამოიყვანეთ, მაგის გამო გინდოდათ, რომ ქვეყანაში რევოლუცია მოგეხდინათ. ახალმა ადმინისტრაციამ თავად გააუქმა ორგანიზაციები, რომლითაც იკვებებოდა ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლის გამოც რევოლუციის მოწყობა გინდოდათ საქართველოში. ეს რეალობა უნდა გაითავისონ იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც კიდევ მოტყუებული არიან, დაგყავთ ყოველ დღე და იმ ადამიანებმა, რომლებიც არიან ციხეში. აღიარონ თავისი შეცდომები, ამის მიხედვით ვნახოთ, დავაკვირდებით მოვლენებს, რა და როგორ იქნება. მე დღეს ვერ და არ გაგცემთ პასუხს, რომ ვინმეს შევიწყალებ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მედიასთან ურთიერთობის განყოფილება ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რა დრო დაუდგა ამ საცოდავს. რუსეთის ჯაშუშების დაჭერა უწევს” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოზიცია სუს-ის მიერ...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...