საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ისტორიკოსი, პროფესორი ბეჟან ჯავახია, განათლების სისტემაში მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმას, კონკრეტული განმარტებებით, მძიმე შეფასებებით და საზოგადოებისადმი ემოციური მოწოდებებით ესმაურება:
“ეს პრობლემა ყველა უნივერსიტეტს ეხება და საერთოდ ქვეყნის მომავალს…
ვფიქრობ, დროა გამოფხიზლდეს ყველა…
არსებულ რეჟიმთან დიალოგი არ არსებობს. მათ ისე მიიღეს ერთ დღეში კანონი განათლების შესახებ, რომ არავითარი განხილვა არ ჰქონიათ სპეციალისტებთან.
ეს კიდევ ერთი გზაა, დაგეგმილი რუსეთში საქართველოს დამოუკიდებლობის გასანადგურებლად!!!
დროა, საპროტესტო მოძრაობა გაძლიერდეს…. უნდა დავიცვათ ჩვენი უნივერსიტეტები, ჩვენი ახალგაზრდობის მომავალი!!!
პროფესორებმა და სტუდენტებმა ასევე უნდა გავაპროტესტოთ, ხელისუფლების ზეწოლა უნივერსიტეტის ავტონომიაზე, პროფესიული თავისუფლების მოსპობა და საერთოდ უნივერსიტეტის იდეის უგუველყოფა!!!
დროა, თვითოეული ჩვენი უნივერსიტეტი დავიცვათ და ასევე შეიქმნას ერთიანი ქარტია უნივერსიტეტების დასაცავად!!!” – წერს ბეჟან ჯავახია ფეისბუქის პირად გვერდზე.

