spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"როგორ შეიძლება პოლიტიკურად მოტივირებული დაარქვა საქმეს, როდესაც სახელმწიფო...

“როგორ შეიძლება პოლიტიკურად მოტივირებული დაარქვა საქმეს, როდესაც სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდნენ და ამაზე რამდენიმეთვიანი კამპანია ჰქონდათ” – კახა კალაძე

ყველას მოუწევს თავის ჩადენილ დანაშაულს კანონის ფარგლებში გასცეს პასუხი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესებისა და ამ მოვლენებზე დასავლეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებების შეფასებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, მსგავსი განცხადებები გასაკვირი არ არის, რადგან საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას სწორედ გარე ძალები ედგნენ სათავეში.

როგორ შეიძლება პოლიტიკურად მოტივირებული დაარქვა საქმეს, როდესაც სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდნენ და ამაზე რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდათ კამპანია?! ისინი განცხადებებს აკეთებდნენ დამხობაზე, სახელმწიფო გადატრიალებაზე და შემდეგ ამის აღსრულება დაიწყეს. უბრალოდ შესაბამისმა უწყებებმა იმოქმედეს და ეს ძალადობრივი ქმედებები აღკვეთეს. ცხადია, ყველას მოუწევს თავის ჩადენილ დანაშაულს კანონის ფარგლებში გასცეს პასუხი.

დასავლეთი ხომ ხელს უწყობდა ამ ყველაფერს, რომ ამ ფორმით წარმართულიყო მოვლენები. ყველაფერი მათი დაფინანსებით ხდებოდა, მათ შორის იმ ძალების წახალისება, რომლებიც ძალადობრივ დაჯგუფებებს წარმოადგენენ.

მე არც მიკვირს ის განცხადებები, რასაც საქართველოსთან მიმართებაში ვისმენთ, თუნდაც აღნიშნულთან დაკავშირებით, რადგან ამ დაჯგუფებების სათავეში არაფორმალური გარე ძალები არიან.

არაფორმალური მმართველობა თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი პრობლემაა. ამაზე უკვე ღიად დაიწყეს საუბარი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ა.შ.“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მხოლოდ მივესალმები ე.წ. “რიყის დოქების” დემონტაჟს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის პოზიცია-განმარტებები ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟთან დაკავშირებით: "მხოლოდ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს” – კახა კალაძე

„ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...