spot_img
მთავარიკანონი და სამართალიიურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანმდევ პროექტებთან ერთად.

როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, სპონტანური ან არასპონტანური შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორს, როგორც ახლა აქვს ვალდებულება წინასწარ მუნიციპალური ორგანოები გააფრთხილოს, ამჯერად ვალდებულება ექნება რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გააფრთხილოს, რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭება უფლებამოსილება, რაც აქამდე მუნიციპალიტეტს ჰქონდა, რომ სამი დღის ვადაში იმსჯელოს კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ადგილას ან კონკრეტული სვლაგეზით შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ხომ არ ლახავს სხვა პირთა უფლებებს, ხელს ხომ არ უშლის საწარმოების, დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება და შესთავაზოს სხვა ალტერნატიული დრო ან ალტერნატიული ადგილი, სადაც შეკრება ან მანიფესტაცია შესაძლებელია რომ ჩატარდეს. თუ პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ შეთავაზებას არ დათანხმდებიან და მაინც შეიკრიბებიან იმ ადგილას, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა, რომ არ შეკრებილიყვნენ, ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ პასუხისმგებლობა – 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო განმეორების შემთხვევაში – თავისუფლების აღკვეთა სისხლის სამართლებრივი წესით ერთ წლამდე ვადით. აღნიშნული წესები ეხება არასპონტანურ აქციას“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, სპონტანური აქციის შემთხვევაშიც, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს (როგორც ეს 2023 წლის საკონსტიტუციო გადაწყვეტილებების აღსრულების დროს საქართველოს პარლამენტმა იმსჯელა), რომ გაფრთხილება მაინც აუცილებელია გონივრულ ფარგლებში.

თუ შეკრება ან მანიფესტაცია გაფრთხილების მომენტში არ არღვევდა სხვათა უფლებებს, მაგრამ უფლებების დარღვევაში გადაიზარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააფრთხილებს აღნიშნულ პირებს და ეტყვის, რომ მათი აქცია სხვათა უფლებებს ლახავს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მათი აქციის შეწყვეტა არ მოხდება, მაგრამ პირები დაექვემდებარებიან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.

ამავდროულად, ცვლილებების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეები გზას გადაკეტავენ მასობრივად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ გააფრთხილებს -15 წუთს მისცემს იმისათვის, რომ აღკვეთონ კანონდარღვევა, ხოლო თუ 15 წუთის განმავლობაში კანონდარღვევა არ აღიკვეთება ანუ სავალი გზა არ გათავისუფლება, მთლიანად აქცია ჩაითვლება კანონგარეშედ. შესაბამისად, მიღებული იქნება გადაწყვეტილება ამ აქციის შეწყვეტის თაობაზე და აქციის თითოეულ მონაწილეს დაუდგება პასუხისმგებლობა კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, რაც არის ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღის ვადით ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ერთ წლამდე ვადით.

ის პირები, რომლებიც არამასობრივად გადაკეტავენ გზას და გადავლენ სავალ ნაწილზე, დაექვემდებარებიან შესაბამის პასუხისმგებლობას, ხოლო აქციის სხვა მონაწილეებს, რომლებიც არ ბლოკავენ ტრანსპორტის სავალ გზას ან არ აფერხებენ ხალხის გადაადგილებას ან არ ლახავენ სხვათა უფლებებს, რა თქმა უნდა, არავითარი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ და კანონის დაცვით შეძლებენ თავიანთი პროტესტი დააფიქსირონ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ერთი მხრივ, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელებას და მეორე მხრივ, სხვათა უფლებების ეფექტიანად დაცვას.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ბალანსი იყოს დაცული კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების განხორციელებასა და კონსტიტუციითა და სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ადამიანის სხვა უფლების დაცვას შორის.

P.S. – UPD: 10 დეკემბერს, საკანონმდებლო ორგანომ, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა

ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი...

“ვინმე “კერძო მესაკუთრე” 75 მილიონიან შენობას რომ ანგრევს, უფრო ძვირფასს რას აშენებს?” – ნიკა...

რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებას მწვავე, მძიმე შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ამ ფოტოზე, რომელიც ყველგან გავიდა ამერიკის მედიაში, ასახულია ჩვენს მიერ ყურძნის დაწურვა ყვარელში. ახლა...

აშშ რესპუბლიკური პარტიის წევრის, სენატორ ლინდსი გრემის მოულოდნელ გარდაცვალებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...