ხუთშაბათი, დეკემბერი 18, 2025
-0.2 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოკლედ, "წითელი ხაზის" საბოლოოდ გადაკვეთას უკვე ძალიან ცოტაღა...

“მოკლედ, “წითელი ხაზის” საბოლოოდ გადაკვეთას უკვე ძალიან ცოტაღა აკლია” – ზაალ ანჯაფარიძე

საქართველოში ვერა და ვერ ჩამოყალიბდა ცივილიზებული ოპონირების ტრადიცია და პრაქტიკა“, – აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე და კონკრეტულ შეფასებებს აკეთებს ქართულ საზოგადოებასთან მიმართებაში

მაინც როგორ უნდა მოხდეს საქართველოში განსხვავებული პოზიციების, აზრების და ღირებულებების მშვიდობიანი, ცივილიზებული თანარსებობა, როგორც ეს განვითარებულ დემოკრატიებშია?

მე პირადად მგონია ეს ვერ და არ მოხდება მარტივი მიზეზის გამო. საქართველოში ვერა და ვერ ჩამოყალიბდა ცივილიზებული ოპონირების ტრადიცია და პრაქტიკა. მიზეზების განხილვას აქ არ დავიწყებ, ვიტყვი ერთ რამეს – განსხვავებულს და მიუღებელს ბუნებრივია ვერ მიიღებ და ვერც პატივს სცემ, მაგრამ თუ დემოკრატია გსურს, ეს განსხვავებული უნდა აიტანო მაინც.

თუმცა, ეს ამტანიანობა მთავრდება იქ და მაშინ, როდესაც მხარეები ერთმანეთის მიმართ იწყებენ ე.წ. „წითელი ხაზების“ გადაკვეთას, უკადრებლის კადრებას, და დაუკრეფავში გადასვლას. ვინ გააკეთა ეს პირველად?

ჩემი აზრით, მეტნაკლებად მშვიდობიანი ურთიერთატანის რეჟიმი პირველებმა დაარღვიეს „ნაცმოძრაობამ,“ მისმა ანასხლეტებმა, მათთან აფილირებულმა ენჯეოებმა და საზოგადოების სეგმენტმა. მათ უკვე რამდენჯერმე მიიყვანეს ქვეყანა „წითელ ხაზთან“ და ეხლაც იგივეს ცდილობენ.

მოკლედ, „წითელი ხაზის“ საბოლოოდ გადაკვეთას უკვე ძალიან ცოტაღა აკლია. ზუსტად ვიცი, როდესაც მოსახდენი მოხდება, შემდეგ დადგება მწარე „პახმელია“ და საყოველთაო ოხვრა – ეს როგორ მოგვივიდა?!” – წერს ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყველა რეგვენი არ არის აუცილებელი იყოს ქოცი, მაგრამ ყველა ქოც ტროლი რეგვენია!” – ლელა...

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას კონკრეტული მიგნებები და დასკვნა სოციალურ ქსელებში...

ლალი მოროშკინა: “არ შედრკე პრემიერო, ირაკლი კობახიძე!!!”

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა,...

“ძალა და სიმართლე არის მამა დოროთეს მხარეს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციაზე, ჟურნალისტებთან კომენტარში,...

“მადლობა პრემიერო!❤️🙏🏼 ეს დიდი პოლიტიკაა!” – ხათუნა ხოფერია

ირაკლი კობახიძის მიერ თურქმენეთში, საერთაშორისო ფორუმში – „მშვიდობა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სულ უფრო მეტად ვრწმუნდები რომ ივანიშვილი, როგორც პროექტი, რუსეთმა ჩამოწერა” – ლელა ჯეჯელავა

"დიდი შანსია "არა არაბობის "უკან "დიდი რუსობის "პროექტი იდგეს. მოძრაობებს,...

“ივანიშვილი სამუდამო პატიმრობას ვერ აცდება” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" საპატიო...

“ჯერ არნახულში მიიყვანა კობახიძის სიგიჟემ ივანიშვილი არც მეტი, არც ნაკლები, ჰააგამდე” – ნიკა გვარამია

ბიბისის სკანდალურ რეპორტაჟს და მასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს, პოლიტიკურ-სამართლებრივი...

“რუსეთს მაინც ვერ ვავნებთ და მილიონ ქართველს რომ გამოგვიყრიან უკან, მერე რას ვშვებით?” –...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“დაუყოვნებლივ შეჩერდეს კანონის “შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ” 2026 წლის 1 იანვიდან აღსრულება და გამოცხადდეს...

“სტრატეგია აღმაშენებლის” დამფუძნებელი წევრი, შორენა ლობჟანიძე „შინაური ბინადარი ცხოველების...