spot_img
მთავარიტექნოლოგიები და კომუნიკაციები"სელფი მობაილმა" ქსელის გაუმჯობესების მიზნით ComCom-ის აუქციონში გაიმარჯვა

“სელფი მობაილმა” ქსელის გაუმჯობესების მიზნით ComCom-ის აუქციონში გაიმარჯვა

ComCom-ის მიერ გამოცხადებულ აუქციონში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, „სელფი მობაილმა“ გაიმარჯვა. აბსტრაქტული 4 ლოტის ფარგლებში, კომპანიამ 2100 მჰც და 2600 მჰც დიაპაზონებში სიხშირეები შეიძინა, რომელთა საფასურმაც ჯამში 23 598 970 ლარი შეადგინა. „სელფი მობაილმა“ სიხშირეები 40%-იანი ფასდაკლებით შეიძინა, საიდანაც 20%-იანი ფასდაკლება მობილური ქსელის ვირტუალური ოპერატორის (MVNO) დაშვების ვალდებულებით მიიღო. სიხშირული რესურსის მოპოვების შემდეგ, მობილური ოპერატორი შეძლებს გააუმჯობესოს არსებული ქსელის ხარისხი დასახლებულ პუნქტებში, რომელთა მოსახლეობაც 20 000-ზე მეტია.

კომპანია „სელფი მობაილის“ მომართვის საფუძველზე, ComCom-ის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად გამოცხადებული იყო 6 აუქციონი, მათ შორის 4 აუქციონი 2100 მჰც სიხშირულ დიაპაზონში, ხოლო 2 აუქციონი 2600 მჰც სიხშირულ დიაპაზონში აბსტრაქტულ ლოტებზე. საგულისხმოა, რომ „სელფი მობაილმა“ ლოტები 40%-იანი ფასდაკლებით იყიდა. კერძოდ, კომპანიამ 20%-იანი ფასდაკლება მობილური/უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურების მაღალი სიჩქარის ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ვალდებულების, ხოლო დამატებით 20%-იანი ფასდაკლება მობილური ქსელის ვირტუალური ოპერატორის (MVNO) დაშვების ვალდებულების არჩევის საფუძველზე მიიღო.

კომპანია ვალდებული იქნება 2026 წლის 31 დეკემბრამდე მის მფლობელობაში არსებული 2100 მჰც სიხშირული დიაპაზონით თითოეული დასახლებული ტერიტორიის 90%-ში 28.65 მბ/წმ მინიმალური სიჩქარის მობილური/უსადენო ფართოზოლოვანი მომსახურება უზრუნველყოს. ხოლო, აუქციონში მოპოვებული 2600 მჰც სიხშირული დიაპაზონით, თითოეული დასახლებული ტერიტორიის 90%-ში 25 მბ/წმ მინიმალური სიჩქარის მომსახურება უზრუნველყოს.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...