spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგანგაში თუ არ ავტეხეთ საქართველოს მასობრივი შიმშილი ემუქრება...

განგაში თუ არ ავტეხეთ საქართველოს მასობრივი შიმშილი ემუქრება – გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და სხვადასხვა სფეროს ექსპერტები სტრატეგია „აღმაშენებლის“ გუნდის მიერ მომზადებული ანტიკრიზისული გეგმის მეორე ნაწილზე მსჯელობენ. ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ თუ პროცესები წარიმართება, ისე როგორც დღეს, ტურიზმის და მანქანების რეექსპორტის სექტორიდან საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 20 პროცენტს დაკარგავს. გიორგი ვაშაძემ ასევე ისაუბრა სამ ეტაპიან გეგმაზე, სადაც დეტალურად არის გაწერილი, შეზღუდვების მოხსნის ეტაპები და პირობები, რაც აუცილებლად უნდა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ქვეყანას გარდაუვალი და მასობრივი შიმშილი ელოდება:

„გაეროს საკვებით უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, მსოფლიოს ემუქრება ბიბლიური მასშტაბის შიმშილი. ჩვენი პრეზენტაციაც ამას ეხებოდა, თუ როგორ გადავურჩეთ მასობრივ შიმშილს. თუ განგაში არ ავტეხეთ, ამ მიმართულებით, ჩვენ მართლა შეიძლება მოვხვდეთ იმ ქვეყნების სიაში, სადაც მასობრივი შიმშილი იქნება. როგორც ტესტირებაზე გვქონდა, რომ განგაში სანამ არ ავტეხეთ არ დაიწყეს ტესტების შეძენა და, ღიად ვთქვათ, დავაგვიანეთ კიდეც ამ მიმართულებით, არადა დღეს ყველაფერი გახსნილი გვექნებოდა.

ჩვენი გეგმა სამი თარიღისაგან შედგება:
15 მაისისათვის მოიხსნას ყველა შიდა შეზღუდვა;
1 ივნისს გავხსნათ სახმელეთო საზღვრები, მხოლოდ კოვიდ პასპორტის მქონე, ანუ წინასწარ ტესტირებული უცხოელებისათვის;
15 ივნისს უკვე გავხსნათ საჰაერო საზღვრები წინასწარ ტესტირებული უცხოელებისათვის
.

მაგალითად ვენის აეროპორტმა უკვე გამოაცხადა, რომ წინასწარ მოახდენს იმ ადამიანების ტესტირებას ვისაც უნდა გაფრენა. აეროპორტში, სადაც ჩვენ უსაფრთხოების შემოწმებას გავდივართ, იქვე იქნება ტესტზეც შემოწმება. დაახლოებით ნახევარი, ერთი საათი შეიძლება დასჭირდეს ამ პროცედურას და ამის შემდეგ ადამიანს შეეძლება გაფრენა.

გახარია და „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, ვინც მოხსნის შიდა შეზღუდევბს, – ტყუილია, რადგან ევროკავშირის ქვეყნებმა ფაქტობრივად ყველამ უკვე დაიწყო მოხსნა და იტალიაც კი, რომელიც უმძიმეს კრიზისში იყო მოხსნა ეს შეზღუდვები.

ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც მივიღებთ ტურისტებს და ამას წლის ბოლომდე გავაკეთებთო, – ესეც ტყუილია, რადგან ევროკავშირში შეიკრიბა 9 ქვეყანა და მიითეს შეზღყდვების მოხსნის გადაწყვეტილება, სხვა ქვეყნებიც უერთდებიან მათ ამ ინიციატივას. ასევე განაცხადეს, რომ კოვიდ პასპორტის გაცემას დაიწყებენ და 31 მაისიდან აპირებენ საზღვრების გახსნას უცხოელებისთვის. არა მარტო ერთმანეთისთვის, არამედ სხვებისთვისაც.

ტურისტულ სექტორში მხოლოდ საქართველოში, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი არის დაჯავშნილი და ჯერ კიდევ არ არის ჯავშნები მოხსნილი. თუ დღეს ჩვენ არ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, არავინ დაგეგმავს ივლისში საქართველოში ჩამოსვლას, ასევე თუ კომენდანტის საათი არ მოიხსნა არავის მოუნდება აქ ჩამოსვლა.

ჩვენ ვესაუბრეთ ე.წ. ჰორეკას სექტორის წარმომადგენლებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ სამხრეთ კორეა, ყველაზე ნაკლებად იმყოფება შეზღუდვებში და ყველაზე კარგ მდგომარეობაშია. ტურისტების ზრდას ელოდებოდნენ სამხრეთ კორეიდან. რა გვიშლის ხელს, რომ სწორედ მათთვის გავსხნათ საზღვარი და წინასწარი ტესტირებით ჩამოვიყვანოთ ეს ადამიანები საქართველოში?!

ტურიზმს ჩვენთვის შემოჰქონდა 3.2 მლრდ ლარი, ხოლო მანქანების რეექსპორტის სექტორში 680 მილიონი $ არის ბრუნვა. თუ ისევ ასე გაგრძელდა პროცესი მარტო ამ სექტორებიდან ჩვენ შეიძლება დავკარგოთ ეკონომიკის 20 პროცენტი,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე ერთი რამ ვიცი მხოლოდ: მე ვცოცხლობ გიგა ავალიანისთვის!” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედის, ეკა კუპატაძის მორიგი ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში,...

“ეს ორი, თითქოსდა ერთმანეთის ანტიპოდი, სინამდვილეში ძალიან ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს და ბევრი რამ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, საქართველოს მე-3...

“თუ ამას სახელს დავარქმევ, მნიშვნელობა არ აქვს მე რას გიწოდებ, იმიტომაც მემუქრები, რომ ზუსტად...

ცალკეულ ფაქტებს შეახსენებს საზოგადოებას და ამასთან დაკავშირებით, შსს-ს ახალი...

“პროპაგანდამ არ გაჭრა და ამხელა ორგანიზებული თავდასხმების შემდეგ – ბავშვებმა გაიმარჯვეს!” – მარიკა არევაძე

უფლებადამცველი, ქალთა მოძრაობა პროტესტSHE-ს დამფუძნებელი, მარიკა არევაძე დიუშენის სინდრომით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...