spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აქცია აჩვენებს თუ რამხელა ფასდაკლება აქვს პოლიტიკურ საქონელს...

“აქცია აჩვენებს თუ რამხელა ფასდაკლება აქვს პოლიტიკურ საქონელს სახელად “რადიკალური ოპოზიცია” – ზაალ ანჯაფარიძე

28 ნოემბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ნეგატიურ პოზიცია-შეფასებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:

28 ნოემბრის აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს პოლიტიკური “შავი პარასკევი” დაუდგებათ, ამ ტერმინის როგორც პირდაპირი ისე ირიბი გაგებით.

აქცია აჩვენებს თუ რამხელა ფასდაკლება აქვს პოლიტიკურ საქონელს სახელად “რადიკალური ოპოზიცია”.

რაში გამოიხატება ეს? იმაში, რომ 365 დღის მანძილზე მათ ვერაფერი ღირებული და მისაღები ვერ შესთავაზეს საზოგადოებას. მხოლოდ ბღავილი – “ევროპაში გვინდა,” და ხალხისთვის არაფრის მთქმელი სხვა სულელური ამოძახილები.

შავ პარასკევს მათი ფასის დაცემა კი გამოიხატება იმაში, რომ სულ უფრო ცოტა ხალხს სურს იყიდოს ეს უხარისხო პროდუქტი. ფასდაკლების მკაფიო მაჩვენებელია რუსთაველზე ხალხის რაოდენობის დრამატული კლებაც და გედეონის შიმშილობაც ამ დღეებში ერთმანეთს კი აგულიანებენ “ბევრნი უნდა ვიყოთო,” მაგრამ იქნებიან იმდენი, რამდენიც ადრე, და იტყვიან იგივეს, რითაც წლებია ყურები გამოუჭედეს ხალხს.

რაც შეეხება იმ ყალბ ნარატივს, რომ საქართველო რუსეთისკენ მიდის. მოიყვანონ თუნდაც ერთი დამაჯერებელი მაგალითი, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველო ხელშესახებად დაუახლოვდა რუსეთს. ვერ მოიყვანენ, რადგანაც არ არსებობს!” – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“სამარცხვინოა, პირველ რიგში, ქართველი კაცების დუმილი და კიდევ “ქოცობა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს იტყვიან რომ ამ ქალაქში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა” –...

ნანუკა ჟორჟოლიანი თემურ უგულავას გარდაცვალების ფაქტს ემოციურად ეხმაურება და...