საჯარაო სექტორის თანამშრომლებთან მიმართებაში “ქართული ოცნების” დეპუტატ მარიამ ლაშხის კონკრეტულ პოზიციას, სოციალურ ქსელში, მწვავე შეფასებებით ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა:
“ეს ქოცნაძირლები ამ სახელმწიფოს თავიანთ საკუთრებად მიიჩნევენ.
პატივცემულო ქოცნაძირლებო,
ხელფასს, რასაც თქვენ იღებთ და საჯარო სამსახურებში დასაქმებულ თანამშრომლებს უხდით, საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებისგან შედგება.
თქვენ კი, დაქირავებული, ნაძირალა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გამყიდველი, მოღალატეთა ხროვა ხართ, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო და რომელსაც ჯერ ვერ ვათავისუფლებთ დაკავებული თანამდებობებიდან, მაგრამ არა უშავს, დადგება ეს ნანატრი დღეც და ყველას მოგეკითხებათ“, – წერს დავით ქაცარავა.
ინფორმაციისთვის: ჟურნალისტის შეკითხვაზე, საჯარო სექტორის თანამშრომლებთან დაკავშირებით, კონკრეტული პოზიცია დააფიქსირა ნათია ლაშხმა – “ზოგადად ვამბობ, თუ ვინმეს აქვს იმის განცდა, რომ ხელისუფალი არის რუსი, ამ რუსი ხელისუფალისგან არც ხელფასი არ უნდა აიღოს“.

