spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიაურთხელი, უთხოვარი (Taxus Baccata)

ურთხელი, უთხოვარი (Taxus Baccata)

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო მორიგი საინტერესო ინფორმაცია საქართველოს ფლორის შესახებ, ამჯერად ინფორმაცია წითელ წიგნში შეტანილ ურთხელთან დაკავშირებით:

🌲 ურთხელი, უთხოვარი (Taxus Baccata) – თქვენი სურვილის გათვალისწინებით, დღეს ქართველებისთვის საკრალურ მცენარეზე გიამბობთ. ერთ-ერთი უძველესი, რელიქტური სახეობა, რომელსაც გამძლე მერქნიდან გამომდინარე „ულპობელსაც“ უწოდებენ.

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში უთხოვარს წმინდა მცენარედ მიიჩნევდნენ.

„ურთხელიონს“ სწირავდნენ ძღვენს და ოჯახის კეთილდღეობას, ბედნიერებას, ავი თვალისგან დაცვას ევედრებოდნენ. არის ცნობები, რომ სამეგრელოში გაზაფხულის ბუნიაობისას დღესასწაულს „ურთხაობას“ აღნიშნავდნენ. ახალ წელს კი, ურთხელის ტოტებს სახლის კარზე ან ჭიშკარზე კიდებდნენ, როგორც ბედნიერების მომტან და ავი თვალისგან დამცავ თილისმას. ურთხელი წმინდა ხედ იყო მიჩნეული ფშავშიც. მას სალოცავებთან რგავდნენ. ხატის შესაწირავს კი აუცილებლად ურთხელისგან გამოთლილ სპეციალურ კირჩხზე (ორკაპა ჯოხი) კიდებდნენ.

უთხოვარს თამარის ხესაც უწოდებენ. ლეგენდის თანახმად, სწორედ თამარმა აუკრძალა გლეხებს უთხოვარის ტყეების გაჩეხვა.

უთხოვარი საკმაოდ ნელა იზრდება, თუმცა გამოირჩევა სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით. აღწერილია ხე, რომელიც 4 ათასამდე წელს ითვლის. საქართველოში ყველაზე მასიური უთხოვრის კორომი ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე გვხვდება, სადაც მისი ფართობი 270 ჰექტარს შეადგენს. ასეთი მასშტაბის უთხოვრის კორომს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. ამ კორომის ნაწილია „ხე პატრიარქი“ – 2000 წლის უთხოვარი.

აღსანიშნავია, რომ უთხოვარი ერთადერთი წიწვოვანი მცენარეა, რომელსაც არ აქვს ფისი და ამიტომ მისთვის არ არის დამახასიათებელი წიწვოვნებისთვის ჩვეული არომატი.
უთხოვარი შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობა და მის დაცვასა და შენარჩუნებას ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...