“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სამართალდამცავ სისტემას, მმართველ გუნდს მიმართავს კონკრეტული შეკითხვებით:
“ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებმა რომ ქვეყანა გაყვლიფეს მაგ საქმეზე რა ხდება?!
რატომ არაა დაკავებული ლილუაშვილი, ღარიბაშვილი, დეპარტამენტის უფროსები, მინისტრების მოადგილეები…
მაშინ როცა 20 წლის სტუდენტებს აქციის შუაგულიდან იპარავთ უკვე მესამე წრეზე.
ხიზა დაკავებამდე ამბობდა “არ გადახვიდეთ ქუჩაზე, არ მივცეთ დაკავების მიზეზი” შევარდით და დააკავეთ მაშინ, როცა არ აკავებთ კორუმპრირებულ და კრიმინალ ქოცებს.
შერჩევითი სამართლის ტალღამ ყველა წალეკა და გამონაკლისი ვერ იქნებით!” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

