spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოკლედ ეს არის ორი მენტალობა, ორი სამყარო და...

“მოკლედ ეს არის ორი მენტალობა, ორი სამყარო და ახლა ამ შეჯახების შუაგულში ვართ ყველა” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, საპატიმროდან გამოგზავნილი წერილით, მადლობას უხდის ყველას, ვინც მას გიორგობის დღესასწაული და ვარდების რევოლუციის 22 წლისთავი მიულოცა. ამასთან მე-3 პრეზიდენტი ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებულ რეფორმებზე საუბრობს და პარალელს ავლებს დღევანდელ რეალობასთან:

ძალიან ბევრი თბილი შეტყობინება მივიღე გიორგობის დღის და ვარდების რევოლუციის 22 წლისთავის მოლოცვით.

ყველას დიდი მადლობა, ბევრი თქვენგანი იყო ამ დიდი ცვლილებების თანაავტორი, მათ შორის ის ჟურნალისტები ვინც გუშინ TV-ში საუბრობდა, ვახო სანაია, თეა ადეიშვილი, მათე კირვალიძე, სოფო ზურაბიანი, თენგო გოგოტიშვილი და ბევრი სხვა.

თქვენ იყავით, მათ შორის, თანაავტორი მენტალური რევოლუციის. ვარდების რევოლუციამდე საზოგადოების უმეტეს ნაწილს ჰქონდა ლუზერის მენტალიტეტი. ჩვენ ყველამ ერთად დავარწმუნეთ ადამიანები, რომ ისინი მაგრები არიან, ქოცები არწმუნებენ, რომ ისინი არავინ არ არიან.

ვარდების რევოლუციამდე ახალგაზრდების მისაბაძი მაგალითი ქურდები იყვნენ, იმ 9 წელიწადში სწავლა გახდა პრესტიჟული. მანამდე საქართველო ცივილიზაციურ დონეზე, თავისუფალ სამყაროდან, ძირითადად იზოლირებული იყო, 2003 წლის შემდეგ დასავლეთი ძალიან ფართო ფრონტით შემოვიდა ჩვენთან.

2004 წლის შემდეგ ბირჟები დაიშალა, ახლა ისევ ყველგანაა. 2004 წლის შემდეგ შრომა გახდა მთავარი ფასეულობა, დამკვიდრდა მერიტოკრატია და სოციალური ლიფტი. ახლა დაბრუნდა ნეპოტიზმი და როდესაც ხალხი ახლა უყურებს წარმატების რეცეპტს – მას არაფერი აქვს საერთო შრომისმოყვარეობასთან, განათლებასთან და ნიჭთან. მაშინ იყო წესები და ახლა “ქართულ-ჯიგრული პონტი”.

მოკლედ ეს არის ორი მენტალობა, ორი სამყარო და ახლა ამ შეჯახების შუაგულში ვართ ყველა“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სრული სამართლებრივი ნიჰილიზმი სუფევს ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილში, რომელიც მოიცავს საზოგადოებისთვის ცნობად ადამიანებს…” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კონკრეტული შეფასებებით ეხმაურება საზოგადოებისთვის ცნობადი ადამიანების,...

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

“თანდათან ყველაზე რთულად წარმოსადგენ თუ წარმოუდგენელ საზღვარს სცდება, რაც ქვეყანაში ხდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ქვეყანაში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს იტყვიან რომ ამ ქალაქში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა” –...

ნანუკა ჟორჟოლიანი თემურ უგულავას გარდაცვალების ფაქტს ემოციურად ეხმაურება და...