ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი, საქართველოს ისტორიაში ვარდების რევოლუციის განსაკუთრებული როლისა და მნიშვნელობის შესახებ საუბრობს:
“ვარდების რევოლუცია არის ყველაზე ნათელი თარიღი XXI საუკუნის საქართველოს ისტორიაში.
დღე, რომელმაც საქართველო მაჩანჩალა, კრიმინალური, კორუმპირებული, ჩაბნელებული, უმწეო და უიმედო ტერიტორიული წარმონაქმნიდან პოსტსაბჭოთა სივრცისთვის სამაგალითო სახელმწიფოდ და წარმატების სიმბოლოდ აქცია.
დღე, რომელმაც საქართველო მსოფლიო რუკაზე მონიშნა და რომელმაც გაგვიჩინა გამარჯვების ამბიცია, რასაც მანამდე რუსი დამპყრობელი თრგუნავდა საინფორმაციო და საგანმანათლებლო პოლიტიკით, კონფორმიზმის წახალისებით, ნომენკლატურის, წითელი ინტელიგენციის, სუკისა თუ FSB-ს აგენტების ავტორიტეტებად ქცევით…
თუ რამ კიდევ გვაქვს დღეს საამაყო, როგორც თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს, გვაქვს ვარდების რევოლუციის გამო და 2012 წლის კატასტროფის მიუხედავად“, – წერს ზაზა ბიბილაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

