პარასკევი, აგვისტო 1, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიფუჭია ხელისუფლების მოლოდინი რომ შეზღუდვები და ეპიდემიის საფრთხე...

ფუჭია ხელისუფლების მოლოდინი რომ შეზღუდვები და ეპიდემიის საფრთხე მოსახლეობას უფრო მორჩილსა და მართვადს გახდის – პაატა მანჯგალაძე

სტატეგია „აღმაშენებლის“ გუნდის წევრი, „ახალი საქართველოს“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ სოციალური მანიპულაციებით და ბიუჯეტის თანხების გაცემით ადამიანების შიმშილის პრობლემა ვერ მოგვარდება. გენერალური მდივანი ასევე განმარტავს, რომ მათი გუნდის მიერ შემუშავებული გეგმა არანაირად არ გულსხმობს ეპიდ უსაფრთხოების და ეპიდემიის გაზრდის ხარჯზე ეკონომიკის ამუშავებას. პაატა მანჯგალაძის განცხადებით საქართველოში მოქმედი შეზღუდვები, ეპიდ სიტუაციასთან მიმართებაში სხვა ქვეყნებთან შედარებით, არის არათანაზომადი და არაპროპორციული, რაც არასწორია.

„ჩვენ როცა ვსაუბრობთ ეკონომიკის ამუშავებაზე, არ უნდა იყოს აღქმული და გაგებული ისე თითქოს ჩვენ ეკონომიკის ამუშავებას ვითხოვთ ეპიდემიის საფრთხის გაზრდის ხარჯზე.

ჩვენ, როცა ამ გეგმას ვამუშავებდით შევისწავლეთ საზღვარგარეთის წარმატებული ქვეყნების გამოცდილება და ვნახეთ, რომ ეს შეზღუდვები, რაც საქართველოშია, არის არათანაზომადი, არაპროპორციული, იმასთან შედარებით რა ეპიდ ვითარებაც გვაქვს ქვეყანაში.

ამიტომ დავსვით კითხვა – რა შეიძლება იყოს შეზღუდვების გახანგძლივების მიზეზი და მოტივი ?

და ვნახეთ რომ დღეს ამ შეზღუდვებს აქვს პოლიტიკური მოტივები და ხელისუფლება ცდილობს შექმნილი სიტუაცია გამოიყენოს ხელისუფლების შენარჩუნებისთვის.

მით უმეტეს ეს ქცევა არ უნდა გაგვიკვირდეს იმ ტიპის ხელისუფლებისგან სადაც ქვეყნის მმართველობა ავტოკრატიისკენ არის მიდრეკილი.

ფუჭია მათი მოლოდინი რომ შეზღუდვები და ეპიდემიის შიში მოსახლეობას უდრო მორჩილს და მართვადს გახდის.

პირდაპირ რომ ვთქვათ, გზა, რომელიც არჩევნების წინ ხელისუფლებამ აირჩია რეალურად არის მოსახლეობის შიმშილის გზა და შექნილ ვითარებაში ვერავითარ პოლიტიკურ დივიდენტს მას ვერ მოუტანს,“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გხ მხ ჭხ კი არა, ამათ თავები უნდა აჭახუნებინო ერთმანეთზე, ედრენამატ!” – ბონდო მძინარაშვილი

კორუფციის გამოვლენილ ფაქტებს, რასაც მაღალჩინოსნების დაკავება მოჰყვა კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით...

“ერთხელაც დავწერ ერთობაზე, რადგან ყველა ამაზე ალაპარაკდა” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, დეტალურად აღწერს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...