spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიComCom-მა სარეკლამო კომუნიკაციის წესების დარღვევისთვის "ტელეიმედი" - 20...

ComCom-მა სარეკლამო კომუნიკაციის წესების დარღვევისთვის “ტელეიმედი” – 20 000 ლარით, ხოლო “რუსთავი 2” – 10 000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ ეთერში პროდუქტის განთავსებისა (Pp – Product placement) და სპონსორობის წესების დარღვევისთვის „ტელეიმედი“ 20 000 ლარით, ხოლო „რუსთავი 2“ (მედია ჰოლდინგი) – 10 000 ლარით დააჯარიმა.

ComCom-ის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „ტელეიმედისა“ და „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო კომუნიკაციები, მათ შორის, პროდუქტის განთავსება და სპონსორობა კანონით დადგენილი წესების დარღვევით განთავსდა. კერძოდ:

8 და 9 ოქტომბერს, „ტელეიმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“, ხოლო 13, 14, 17 და 22 ოქტომბერს „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „შუა დღე“ განთავსდა სარეკლამო შინაარსის პროგრამები, რომლებშიც პროდუქტისთვის გადაჭარბებული მნიშვნელობის მინიჭებით გადაცემის შინაარსზე გავლენა მოახდინა, ამასთან, პროგრამებში პროდუქტის განთავსება კანონის მოთხოვნის შესაბამისად მკაფიოდ იდენტიფიცირებული არ იყო. საგულისხმოა ისიც, რომ პროგრამების შინაარსი სრულად იყო მორგებული განთავსებულ პროდუქტებზე და გადაცემის მონაწილეები ხაზს უსვამდნენ პროდუქტების დადებით თვისებებს.

ასევე, ორივე მაუწყებლის ეთერში, ყოველგვარი იდენტიფიცირებისა და გამიჯვნის გარეშე ადგილი ჰქონდა რეკლამის განთავსებას. გარდა ამისა, „რუსთავი 2“ -ის შემთხვევაში დარღვეულია სპონსორზე მითითების წესები, რადგან სპონსორზე მითითება შეიცავდა სარეკლამო შეტყობინებას, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.

სარეკლამო კომუნიკაციის დარღვევით განთავსება მაყურებლის ინტერესების უხეში დარღვევაა, ვინაიდან აღნიშნულმა, შესაძლოა, მათ გადაწყვეტილებებზე გავლენა მოახდინოს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელმა დაიცვას საქართველოს კანონით განსაზღვრული წესები, რათა არ დაარღვიოს მაყურებლის უფლებები და არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე გავლენა, რაც თავის მხრივ, მედია პროდუქტის ხარისხს აუარესებს.

გამომდინარე იქიდან, რომ „ტელეიმედს“ და „რუსთავი 2“-ს ანალოგიური დარღვევისთვის მიმდინარე წელს წერილობითი გაფრთხილება და 2500 ლარიანი ჯარიმა უკვე მიღებული აქვთ, კანონის შესაბამისად დენადი ხასიათის კანონდარღვევისთვის ComCom-მა „ტელეიმედს“ 20 000 ლარიანი, ხოლო „რუსთავი 2“-ს 10 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო...

25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო...

“შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი...

„შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური...

“შესაძლებელი იყო თუ არა, ეს ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, როგორც ეს გირგვლიანის შემთხვევაში მოხდა?” –...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული შეკითხვებით და მძიმე შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...