პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი მძიმე პოზიციას აფიქსირებს ოპო ტელემედიებთან მიმართებაში:
“ფედერალისტების ამოცანაა რომ ყველა ამომრჩეველს ალყა დავარტყათ ჩვენი შინაარსით.
მინდა სადაც გაიხედავენ, ფედერალისტების იდეები აცოცდებოდნენ განათლებაზე, ჯანდაცვაზე, თავდაცვაზე, უსაფრთხოებაზე, სიღარიბეზე, თვითმმართველობაზე…
მინდა თან ავტოკრატიული ტელემედიები გავასწოროთ მიწასთან – ანუ იქამდე მივიყვანოთ ხალხი, რომ ყველა ხვდებოდეს რომ ყველაფერი ტყუილი და მანიპულაციაა, რასაც ტელემედია ავრცელებს და ყველა ტელემედია ჟურნალისტი უპატიოსნოა, ატყუებს, – და გათავისუფლებული სივრცე ჩვენი შინაარსით გავჭედოთ.
პ.ს. მინდა ყველამ გააცნობიეროს, რომ ვისაც ოპო ტელემედიაში აქტიურად ეძახიან, ყველა ბუნჩულაა ავტოკრატიისთვის, და იმიტომ ეძახიან – და მივალ მაქამდე, ტვ პირველის ეთერში ჯდომა კომპრომატი გახდება პოლიტიკოსებისთვის“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

