spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"მოვითხოვთ ლევან ხაბეიშვილისთვის არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაციისა და შეხვედრის...

“მოვითხოვთ ლევან ხაბეიშვილისთვის არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაციისა და შეხვედრის უზრუნველყოფას” – საპროტესტო აქცია საქართველოს პროკურატურასთან

საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, პატიმრობის ან წინასწარი დაკავების ფაქტი არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ ოჯახის წევრებთან, მათ შორის, არასრულწლოვან შვილებთან, კომუნიკაცია და შეხვედრა შეეზღუდოს პატიმარს.

საქართველოს კონსტიტუცია, სასჯელაღსრულების კოდექსი, ბავშვთა უფლებების კოდექსი, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, უზრუნველყოფს ოჯახური ცხოვრების, მშობელსა და შვილის კავშირის და შეხვედრების უფლებას, ხოლო ნებისმიერი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კონკრეტული, ინდივიდუალური და დასაბუთებული საფუძვლით, რაც არ არსებობს ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში.

გაუგებარია ბავშვებთან კომუნიკაციის ან შეხვედრის აკრძალვა რას ეფუძნება ან/და რას ისახავს მიზნად. გარდა იმისა, რომ ეს შეზღუდვა არის პოლიტიკური აქტი და იარაღი პოლიტიკოსის წინააღმდეგ.

მოვითხოვთ უზრუნველყოთ ლევან ხაბეიშვილის არასრულწლოვან შვილებთან კომუნიკაცია, მათ შორის: სატელეფონო ზარები; ვიდეოკომუნიკაცია; წერილობითი მიმოწერა. ჩაინიშნოს და განხორციელდეს არასრულწლოვან შვილებთან შეხვედრა, როგორც ხანმოკლე, ასევე გრძელვადიანი პაემნის სახით, ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ აღნიშნული საკითხი უკავშირდება ბავშვის საუკეთესო ინტერესს, ოჯახური ცხოვრების უფლებას და კანონმდებლობით გარანტირებულ მინიმალურ სტანდარტებს. ამიტომ მოვითხოვთ სწრაფ რეაგირებას!
წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ ბავშვთა უფლებების დამცველ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ლევან ხაბეიშვილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა პროკურატურაში ჩააბარეს და მიმართეს საქართველოს პროკურატურას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოქალაქეებს კი არ უნდა ეჩხუბოთ, პარტნიორად უნდა გაიხადოთ, თანასწორად და არა იერარქიულად” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კონკრეტულ შენიშვნებს და...

“როგორი სხვანაირი იქნებოდა სამყარო, იმის მილიგრამი რომ გვწამდეს და გვჯეროდეს ქრისტე, რამდენიც ვწამვართ და...

იესო ქრისტე, ხალხი და რწმენა ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას შეფასებებში: "პილატე...

თბილისში ახალი კულტურული სივრცე “სკენე” იხსნება

თბილისში, „ქარვასლას“ შენობაში ღვინის ქართული თეატრი „სკენე“ 17 აპრილს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...