spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ირაკლი კობახიძის გუშინდელი ინტერვიუ, პირდაპირ მეთოდური სახელმძღვანელოა" -...

“ირაკლი კობახიძის გუშინდელი ინტერვიუ, პირდაპირ მეთოდური სახელმძღვანელოა” – ლალი მოროშკინა

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს “იმედი LIVE”-ს ეთერში, განსაკუთრებით პოზიტიური შეფასებებით ეხმაურება ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა:

ირაკლი კობახიძის გუშინდელი ინტერვიუ, პირდაპირ მეთოდური სახელმძღვანელოა.

გსურთ გაიგოთ ქვეყნის კურსი? წაიკითხეთ ეს “წიგნი”.

მაშინ, როცა ევროპა ომისთვის ემზადება, საქართველო მშვიდობის და განვითარების ჰაბად ყალიბდება.

დატკბით ცხოვრებით და შეცდომები საკუთარ თავში ეძებეთ!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლალი მოროშკინა.

ინფორმაციისთვის – რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ირაკლი კობახიძემ:

ვერ ეღირსება ევროპული ბიუროკრატია, რომელიც იმართება არაფორმალური გავლენებით, საქართველოში “კოლექტიური ნაცმოძრაობის” დაბრუნებას. კოლექტიური კუბილიუსები ვერ ეღირსებიან ხელისუფლებაში “კოლექტიური ნაცმოძრაობის” დაბრუნებას, ამის პირობას ვიძლევით ჩვენ“.

ევროპულ ბიუროკრატიაში პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ “შავ არხებს” ფულის გადმოსარიცხად. როცა “შავ არხებს” ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს. სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას“.

უცხოური გავლენით მოქმედი აგენტურისთვის ორგანულად მიუღებელია ნებისმიერი ბუნებრივი ავტორიტეტი და სწორედ ამიტომ აწარმოებენ კამპანიებს ყველაფრის წინააღმდეგ, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სიამაყესთან – ეს ეხება სპორტს, ინვესტიციებს, ყველაფერს. ყველას შეგვიძლია ვუთხრათ ერთი რამ, რაც არ უნდა კამპანიები აწარმოონ, დღეს სხვა ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში. სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და ყველა ეს კამპანია დარჩება სრულიად წარუმატებელი. ამას ვპირდებით ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას“.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

“სრული სამართლებრივი ნიჰილიზმი სუფევს ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილში, რომელიც მოიცავს საზოგადოებისთვის ცნობად ადამიანებს…” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კონკრეტული შეფასებებით ეხმაურება საზოგადოებისთვის ცნობადი ადამიანების,...

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს იტყვიან რომ ამ ქალაქში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა” –...

ნანუკა ჟორჟოლიანი თემურ უგულავას გარდაცვალების ფაქტს ემოციურად ეხმაურება და...