ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გული არ გაიტეხოთ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს...

“გული არ გაიტეხოთ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს გიჭერთ, გვერდში გიდგავართ მაშინაც კი, როცა წარუმატებლობაა” – კახა კალაძე ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს

სახელმწიფოც და გულშემატკივარიც გვერდით დაგიდგებით, რომ იყოთ წარმატებულები, რადგან თქვენი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა“, – ასე მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრების ბოლო წარუმატებელი მატჩები ყველასთვის გულდასაწყვეტია, მაგრამ მთავარი სწორი ანალიზის გაკეთებაა.

ფეხბურთი არის სპორტი, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ ჩვენს ქვეყანაში. ზოგადად, მსოფლიოში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. რაც შეეხება საქართველოს ერივნულ ნაკრებს, ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს ჩვენს ბიჭებს. ეს ის თაობაა, რომელმაც ფეხბურთის სიყვარული განსხვავებულ ნიშნულზე აიყვანა. გვქონდა კარგი თამაშები, ისტორიაში პირველად მოვხვდით ევროპის ჩემპიონატზე. მარცხი ყოველთვის დასანანია. ფეხბურთში, როგორც იტყვიან მოგება და წაგება ძმები არიან. წინასწარ რთულია ისაუბრო იმაზე, რომ ყველა თამაშს მოიგებ. ხდება წარუმატებლობაც.

მინდა, ჩვენს ბიჭებს მივმართო, გული არ გაიტეხოთ. მთავარია, სწორი ანალიზი გაკეთდეს, რა იყო მიზეზი ამ წარუმატებლობისა. შეუძლებელია, ყოველთვის კარგად ითამაშო. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს გიჭერთ, გვერდში გიდგავართ მაშინაც კი, როცა წარუმატებლობაა. რას ვიზამთ, სპორტია. ყველას გვაქვს სურვილი, რომ ნაკრებმა ყოველთვის მოიგოს, მაგრამ ასეც ხდება. გული არ გაიტეხოთ, თავი მაღლა ავწიოთ და გავაკეთოთ ანალიზი, რატომ იყო ჩვენი თამაშები წარუმატებელი და შემართებით მოვემზადოთ შემდეგი ციკლისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ფეხბურთელების მიზანმიმართული შეურაცხყოფა მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ამისა, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები მათ გულშემატკივრობას არ შეწყვეტენ.

ვხედავთ მიზანმიმართულ კამპანიებს ფეხბურთელების, სპორტსმენების მიმართ. ეს დამოკიდებულება ყველა სფეროშია, ხდება ადამიანების შეურაცხყოფა. ვინც ჯანსაღად აზროვნებს და უყვარს ჩვენი ქვეყანა, ყველა თქვენს გვერდითაა. მახსოვს წარუმატებელი პერიოდი, როცა ვერ ვიგებდით თამაშებს და გულშემატკივრების უმრავლესობა, მიუხედავად ნიჰილიზმისა, თქვენს გვერდით იყო, არასდროს მიუტოვებიხართ. ასე იქნება მომავალშიც – სახელმწიფოც და გულშემატკივარიც გვერდით დაგიდგებით, რომ იყოთ წარმატებულები, რადგან თქვენი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი ვეღარ გამოძვრება ამ ხაფანგიდან, გამორიცხულია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "მეგობარი აქტის" მიმართ...

“4 ოქტომბერს ყველა რომ გეგმას ითხოვდით და საჭირო ყოფილა გეგმა, ახლა თქვენ მაჩვენეთ, ან...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა იმ პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ პარტიებს თუ საზოგადოებრივ...

“გუნდი, რომლის უკან ერთ მუხტად შეკრული ერი არ დგას, ის ვერ იმარჯვებს!” – სალომე...

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ნაკრებთან მიმართებაში პოსტს...

“ადამიანებო, შეწყვიტეთ ქვეყნის დაბნელების მცდელობისთვის “განათლების რეფორმის” დაძახება” – მიხეილ სააკაშვილი

განათლების სისტემაში დაანონსებულ ცვლილებებს მძიმე შეფასებებით ეხმაურება საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...