განათლების სისტემაში დაანონსებულ ცვლილებებს მძიმე შეფასებებით ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:
“ადამიანებო, შეწყვიტეთ ქვეყნის დაბნელების მცდელობისთვის “განათლების რეფორმის” დაძახება.
განათლების რეფორმა თავის დროზე ჩავატარეთ ჩვენ და ახლა ისინი ახორციელებენ კონტრ-რეფორმას, ე.ი. სისტემის დანგრევას.
ნუ იმეორებთ რეჟიმის პროპაგანდას, ნუ აქცევთ რეფორმას სალანძღავ სიტყვად.
ეს ყველაფერი ორუელს მაგონებს, როცა ომს ეწოდება მშვიდობა და პირიქით“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

