ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა იმ პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ პარტიებს თუ საზოგადოებრივ ჯგუფებს მიმართავს და კონკრეტული სამოქმედო გეგმის წარმოდგენას სთავაზობს:
“4 ოქტომბერს ყველა რომ გეგმას ითხოვდით და საჭირო ყოფილა გეგმა, ახლა თქვენ მაჩვენეთ, ან 4 ოქტომბრამდე, ან 4 ოქტომბრის შემდეგ დაწერილი.
ბიძინას ხელისუფლების ანატომია გავიარეთ, ქოცების ფსიქო-ანალიზიც. რა უნდა ვიცით, რატომ უნდათ – ისიც. ახლა ხომ შეიძლება გავიგოთ ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ და სამოქალაქო ჯგუფებს რა უნდათ?
დაწერეთ, წავიკითხავთ, თუ გეზარებათ, მოგისმენთ, თუ ეგეც გეზარებათ, ენა გამოგვიყავით და იქ ამოვიკითხავთ😊“, – წერს ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში.

