5 მაისიდან, გარდა საკარანტინე ზონებისა, გაიხსნება იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, ოღონდ ახალი პრინციპით ვიმუშავებთ – თეა წულუკიანი

38

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ 5 მაისიდან ფუნქციონირებას ახალი პრინციპით დაიწყებს იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები. მოქალაქეს სერვისის მისაღებად მხოლოდ წინასწარ my.gov.ge-ის პორტალზე დაჯავშნით შეუძლია ვიზიტის განხორციელება. ერთადერთი სერვისი, რომელიც ხელმისაწვდმი არ იქნება მოქალაქეებისათვის ეს არის რიტუალის მეშვეობით კორწინების სერვისი, რადგან გულისხმობს გარკვეული რაოდენობის ადამიანების ერთად ყოფნას დახურულ სივრცეში:

5 მაისიდან გარდა საკარანტინე ზონებისა, გაიხსნება იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები, ოღონდ ახალი პრინციპით ვიმუშავებთ. იმისათვის, რომ თქვენ განაცხადი შეიტანოთ ამა თუ იმ სერვისზე და მოხვდეთ იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრის ან კიდევ დროებითი სანოტარო ბიურის შენობაში ამისათვის, საჭირო იქნება, რომ მოქალაქის პორტალის, my.gov.ge-ის მეშვეობით დაჯავშნოთ ეს ვიზიტი თქვენთვის სასურველ დღეს და დროს.

my.gov.ge-ის გვერდის ავლით შენობაში ვერ მოხვდება ვერცერთი მოქალაქე დაჯავშნის ელექტრონული სისტემა უკვე მოქმედებს, შესაბამისად ამ წუთიდან, დღეიდან შეგიძლიათ დაჯავშნოთ ვიზიტი. ერთადერთი სერვისი რომელიც ხელმისაწვდმიარ იქნება მოქალაქეებისათვის ეს არის რიტუალის მეშვეობით კორწინების სერვისი, რადგან გულისხმობს გარკვეული რაოდენობის ადამიანების ერთად ყოფნას დახურულ სივრცეში,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები