ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში არსებულ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება:
“ჩვენ გონზე არ ვართ, რა ბნელი და ადამიანის მოძულე თანამოქალაქეების გარემოში ვცხოვრობთ. ამდენი გაუნათლებელი, აგრესიული და თავდაჯერებული იდიოტი ნეტავ, კიდევ სადმე ცხოვრობს?
“თხა და გიგო” აკადემიაა ამათთვის, მერწმუნეთ. წაკითხულიდან შინაარსის გამოტანის უნარი – ნული, მოსმენილიდან – ნული, ნანახიდან – ნული…
ყველაზე დიდი უბედურება – ამ ჩვენი თანამოქალაქეების სახით – განათლების სისტემაში დასაქმებული “დეიდა, მამიდების” შექმნილია. ნეტავ იცოდნენ მაინც, რა საშვილიშვილო ცოდვა აქვთ აკიდებული“, – წერს გოჩა მირცხულავა, სოციალურ ქსელში.

