spot_img
მთავარიარჩევნები"მოწყდით ცოტა ხნით ერთმანეთთან ქიშპს, ილუზიებს! ნუ კარგავთ...

“მოწყდით ცოტა ხნით ერთმანეთთან ქიშპს, ილუზიებს! ნუ კარგავთ დროს საარჩევნო სიებზე ფიქრში! თავზე გადაგახევთ ეს რეჟიმი მაგ სიებს!” – ირინა სარიშვილი

ვადამდელი არჩევნების შესაძლო დანიშვნის თემას ეხმაურება ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ყოფილი წევრი, ყოფილი დეპუტატი ირინა სარიშვილი, კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას და შესაბამისი განმარტებებით თუ შეთავაზებებით ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს:

ყველაზე დიდი ელექტორატის მქონე პარტიებს აუქმებენ; დანარჩენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებენ;

ემიგრანტებს ფაქტობრივად ართმევენ არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალებას;

ქმნიან დოკუმენტებს, რომლითაც რუსეთი, როგორც ოკუპანტი, თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან და ბოდიშს უხდიან სეპარატისტებს და ოკუპანტებს…

აღარაფერს ვამბობ უკანონო დაპატიმრებებზე; განუკითხაობაზე ყველგან და ყველაფერში;

და აი ამ რეჟიმისგან მოვითხოვთ რომ მანვე დანიშნოს და ჩაატაროს თუნდაც რიგგარეშე არჩევნები?!

რუსთაველზე მყოფ აქტივისტებს შეიძლება არ ესმოდეთ, მაგრამ თქვენ ხომ გესმით, პოლიტიკოსებო?! ვის ატყუებთ – ჩვენ თუ საკუთარ თავებს?!

ერთხელ მაინც დადექით ყველა ერთად და ის მაინც მოახერხეთ რომ ერთობლივი განცხადებით თხოვნით მიმართოთ არა რეჟიმს, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებს (ევროკავშირი, ეუთო, გაერო) რომ მათი სრული საარჩევნო მანდატით ჩატარდეს არჩევნები. თქვენ ხომ იცით რომ ამის პრეცედენტები არსებობს! ეს მაინც გააკეთეთ, ოღონდ არა ცალ-ცალკე, მხოლოდ ერთად, ყველამ ერთად!

მოწყდით ცოტა ხნით ერთმანეთთან ქიშპს, ილუზიებს! ნუ კარგავთ დროს საარჩევნო სიებზე ფიქრში! თავზე გადაგახევთ ეს რეჟიმი მაგ სიებს!

იმოქმედეთ! რამე გააკეთეთ ერთად!” – აცხადებს ირინა სარიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

“გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია” – კახა...

საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის...

“26 მაისის აქციაზეც, რომელსაც მე მხარს ვუჭერ, ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ არა პარტიული...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ოპოზიციის ალიანსის" მიერ 26...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...