ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტში, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, ქვეყანაში მშვიდობასა და სტაბილურობაზე, ომის თავიდან აცილებაზე ამახვილებს ყურადღებას:
“როდესაც სათანადოდ არ ფასდება თუ რას ნიშნავს ჩვენს ქვეყანაში 12-წლიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელმაც შეიძლება მყიფე, მაგრამ მაინც უსაფრთხოება მოიტანა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ უსაფრთხოება არის ისეთივე ფასეულობა, უფრო ზუსტად კი ერთგვარი ფარი სხვა ფასეულობების დასაცავად.
საქართველოში უსაფრთხოების ინსტრუმენტალიზაციამ ის შედეგი მოიტანა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების და ფასეულობების ჩამოშლა არ მოხდა, რაც გარდუვალი იქნებოდა უსაფრთხოების სრული გაქრობის ანუ ომის პირობებში, რომელშიც ჩათრევის დიდი რისკის წინაშე ვიდექით“, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

