ქართველი მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას და ინტერპრეტირებული მინიშნებით იხსენებს ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებს “ბედნიერი ერი”:
“მზია ამაღლობელს კი წლებს უსჯიან და შუშის უკან აუძულებენ დგომას, ვაითუ რეჟიმის მონის ლოყას არ შეწვდესო… მკვლელები კი – გარეთ.
ჩრდილოეთიდან ფაშისტი დუგინი იცავს ივანიშვილს – რა ქართველები ემიგრანტები არიან, ხმის უფლება როგორ უნდა ჰქონდეთო.
აქედან გ. ხაინდრავა მოგვძახის – რა თქვენი საქმეა, რა პირობებით ვაძლევთ არაბებს მიწებსო…
ილია ჭავჭავაძეს დღეს რომ დაეწერა “ბედნიერი ერი”, ირონიას აღარ მიმართავდა და პირდაპირ “უბედურს” დაწერდა.
უბედური ქვეყანა ივანიშვილის კრიმინალურ ქაოსში!” – წერს ლაშა ბუღაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

