“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი საზოგადოებას მიმართავს და ერთიანობის მნიშვნელობაზე მიანისნებს:
“ჩვენც რომ ბელორუსიასავით არ დაგვემართოს, როცა ერთმანეთი უფრო გაანადგურეს ვიდრე ლუკაშენკომ ისინი, მოდი დავწეროთ ჩვენი კონსტიტუცია:
მუხლი:1. არ ვესხმით ქოცის დასანახად ერთმანეთს თავს, ვიდრე ქოცი არ დამარცხდება.
ეს მეც მეხება რომ იცოდეთ. არ გეგონოთ მხოლოდ სხვებისთვის ვწერ.
ფულიც, სისტემაც, ძალაც, პროპაგანდაც მათია. ერთადერთი იარაღი გვაქვს, ჩვენი ერთიანობა და სოლიდარობა.
უიარაღოდ არ დავრჩეთ, თორემ მოიგებენ💘“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

