კვირა, აგვისტო 3, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები5 მაისიდან ცალკეული შეზღუდვების მოხსნა იგეგმება - პრემიერ-მინისტრი...

5 მაისიდან ცალკეული შეზღუდვების მოხსნა იგეგმება – პრემიერ-მინისტრი ეკონომიკის აღდგენისა და აღორძინების შესახებ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ორ ფრონტზე ბრძოლა მიმდინარეობს. ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკის გახსნის 6-ეტაპიანმა გეგმამ შესაძლოა უფრო ადრე დაიწყოს განხორციელება, ეპიდ. სიტუაციიდან გამომდინარე, რადგან პრიორიტეტული ხდება ეკონომიკური აღორძინება, ეკონომიკის გახსნა და პოსტკრიზისული მართვა. მთავრობის მეთაურმა სხვა მიმართულებებზეც ისაუბრა, კერძოდ ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო მიმართულების გამოწვევებზე. გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ შეიმუშაოს სტრატეგიული გეგმა, ტურიზმის სექტორის აღდგენისათვის:

დღეს ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე და კარგად გვესმის, რომ დროთა განმავლობაში ყოველდღიურად, სულ უფრო და უფრო, მეორე ფრონტის – ეკონომიკის აღდგენისა და აღორძინების საკითხი გადმოდის პირველ რიგებში და ეს საკითხი ხდება სულ უფრო და უფრო აქტუალური, პრობლემური და მისი მოგვარება დროში აღარ უნდა გადაიდოს. მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს, როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, ასევე კომპანიების ყოველდღიური საქმიანობის წესებში ცვლილების შესახებ, თუ არ შესრულდა, ჩვენ ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი გაგვიჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ეკონომიკის გახსნის 6-ეტაპიანი გეგმა, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, ამ გეგმის ნაწილი შეგვიძლია ცოტა უფრო ადრეულ ეტაპზე დავიწყოთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის შეღავათი, რომელსაც გავაკეთებთ, ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე, თითოეული კომპანია პასუხისმგებლობით მოეკიდება მის ყოველდღიურ ცხოვრებას და საქმიანობას. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვიყოთ ეკონომიკის გახსნასა და აღორძინებაში ეფექტურები და გავუძლოთ იმ გლობალურ კონკურენციას, რომელიც ჩვენს თვალწინ დაიწყო, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ისე ევროპაში და გლობალურად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 5 მაისიდან, გაიცემა შესაბამის ნებართვები, რომ მუშაობა განაახლოს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიამ. ასევე ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი ჯგუფები განაგრძობენ ყოველდღიურ შემოწმებას, თუ რამდენად იცავენ კომპანიები ეპიდემიის პირობებში დაწესებულ ვალდებულებებს. გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც.

მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 5 მაისიდან, ხვალიდან, ჩვენ გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ მუშაობა განაახლოს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიამ და ყველა კომპანიამ, რომელიც არის სამშენებლო მასალების წარმოებაზე. ასევე, ის კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა სახით დაკავშირებულები არიან სამშენებლო ბიზნესთან, შეძლებენ მუშაობის განახლებას 5 მაისიდან.

შემოწმებები, რომელსაც ახორციელებს ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების ბაზაზე შექმნილი გუნდი, გააგრძელებს ყოველდღიურ შემოწმებებს და მინდა, მოვუწოდო თითოეული კომპანიის მფლობელსა და ხელმძღვანელს, პასუხისმგებლობით მოეკიდონ ყოველდღიურ საქმიანობას და იმ ვალდებულებებს, რომლებიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ,“ – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ხვალიდან, 5 მაისიდან ბათუმში და ქუთაისში გადაადგილებებზე შეზღუდვა მოიხსნება. გიორგი გახარიას თქმით, შესაძლებელია კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდეს, ასევე ისაუბრა სოფლის მეურნეობის მიმართულებების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ფერმერობის მხარდაჭერა გამოწვევების პარალელურად ახალ ფასეულობას იძენს.

მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ჩვენ მივიღეთ იძულებული ღონისძიება, რომ ჩაგვეკეტა გარკვეული მსხვილი ქალაქები და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხვალიდან ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი და ქუთაისი, შეზღუდვები გადაადგილებებზე მოიხსნება, თბილისზე და რუსთავზე დარჩება გარკვეული შეზღუდვები და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მომიჯნავე რაიონებში​ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან, თუმცა, თბილისშიც და რუსთავშიც უახლოეს დღეებში ეპიდემილოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. შესაძლებელია იმედი გვქონდეს, რომ კვირის ბოლომდე, თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდება.

სოფლის აღორძინება, ფერმერობის მხარდაჭერა დღეს ახალ ფასეულობას და განზომილებას იძენს იმ გამოწვევების პარალელურად, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით თუნდაც სურსათის უსაფრთხოების თვალსაზრისით და პირველადი პროდუქტებით ქვეყნის მომარაგების კუთხით. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა აბსოლუტურად ეფექტური და ქმედითი გეგმა ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი მოსახლეობისთვის და პირველ რიგში ფერმერებისთვის,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა თქმა უნდა, ეს ქსენოფობიაა და, რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული...

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება კავშირ "საფარის"...

“რეჟიმი კრიზისშია, ყალბი კვლევები ვეღარ გადაარჩენს! მთავარია, ახლა ჩვენ გავიაზროთ ერთიანობის ძალა და მნიშვნელობა”...

"გორბის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება...

“დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს – არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის პოლიტიკური პოზიცია და განმარტებები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...