“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება კინორეჟისორ, გოგა ხაინდრავას მიმართ არაერთგვაროვან და რიგ შემთხვევაში დაფიქსირებულ მძიმე პოზიციებს:
“არც ახალია და არც გასაკვირი, გოგა ხაინდრავას მიმართ უბინძურესი თავდასხმების კასკადი. ბევრჯერ გვისაუბრია ერთმანეთთან ამ თემებზე და ზუსტად ვიცი, რომ კარგად აქვს გააზრებული, რა ძალებს ამხელს მისი ბასრი სიმართლით და ვის იკიდებს მტრად.
თანაც ის, არც ხელისუფლების წარმომადგენელია, არც პოლიტიკური გეგმები აქვს და არც პროფესიულად არის ეს მისი საქმე. მაგრამ საკუთარ სამშობლოს იცავს და სანამ ასეთი საფრთხის წინაშეა ქვეყანა, პენსიაზე გასვლას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ 70 წლის არის და წესით ამ წლებს საკუთარ ოჯახთან ერთად უნდა ატარებდეს, რომელსაც ბევრი უსამართლობა, სიბინძურე და ტკივილი აქვს ნანახი…
ყველა ადამიანს მინდა მადლობა ვუთხრა და გავამხნევო, ვინც არასოდეს უყურებს პროცესებს გვერდიდან, როცა საქმე სამშობლოს ეხება, გამოდის და ამბობს სიმართლეს, იმაზე ფიქრის გარეშე, პერსონალურად მისთვის ეს რისი მომტანია და რა საფრთხეების შემცველი!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვატო შაქარიშვილი.

