spot_img
მთავარიპოლიტიკა"სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდი უერთდება 28 ნოემბერს დაგეგმილ პროდასავლური...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი უერთდება 28 ნოემბერს დაგეგმილ პროდასავლური პარტიების ერთობლივ აქციას და აქტიურად ჩაერთვება ყველა ფორმატში, რომელიც უზრუნველყოფს ქართველი ხალხის ნების აღსრულებას და ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე” – პარტიის განცხადება

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” განცხადებას ავრცელებს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურ მონაწილეობასა და 28 ნოემბერს დაგეგმილი პროდასავლური პარტიების ერთობლივ აქციასთან დაკავშირებით:

ქართველი ხალხის ერთწლიანმა მტკიცე და გაბედულმა ბრძოლამ აჩვენა, რომ ჩვენ ვიმსახურებთ სამართლიან, უსაფრთხო, თავისუფალ და ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრებას.

ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს საქართველოს ევროინტეგრციის გზა ჩახერგოს, მოგვაქციოს სრულ იზოლაციაში და ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებით ზურგი აქციოს დასავლეთს.

“სტრატეგია აღმაშენებელი”, ისევე როგორც მთელი საქართველო, დგას ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლის სადარაჯოზე.

ჩვენი თანმიმდევრული ბრძოლა ვერ შეაჩერა ვერც ლიდერების უსამართლოდ დატყვევებამ, ვერც შეთითხნილი ბრალდებით ხანგრძლივი ციხის მუქარამ.

ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, აბსურდული ბრალდებით მრავალწლიანი პატიმრობის მუხლით ცდილობს ივანიშვილი პარტიის ლიდერის, გიორგი ვაშაძის ნეიტრალიზებას. ასევე რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრობაშია ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე, მაგრამ როგორც უკვე ითქვა, ეს ბრძოლა იქნება ბოლომდე და საქართველოს გამარჯვებამდე.

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” აგრძელებს ბრძოლას ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისა და ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნებისთვის.

ამ მიზნის მისაღწევად, “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი უერთდება 28 ნოემბერს დაგეგმილ პროდასავლური პარტიების ერთობლივ აქციას და აქტიურად ჩაერთვება ყველა ფორმატში, რომელიც უზრუნველყოფს ქართველი ხალხის ნების აღსრულებას და ქვეყნის დაბრუნებას ევროინტეგრაციის გზაზე“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პოლიტიკური ბოროტება ყოველთვის რეპრესიით, ტანკით ან ციხით არ იწყება. ხშირად ის იწყება ტყუილით –...

ჯეიმს ჯეი კარაფანოს ("ჰერიტიჯის ფონდის“ პრეზიდენტის უფროსი მრჩევლი) ინტერვიუს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჰოდა, “არა და არასდროს” ყოფილხართ ლეგიტიმური პრეზიდენტი ქ-ნო სალომე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით - "არა...

“რადიკალური ოპოზიცია მიხვდა, რომ არც ვადამდელ და არც 2028 წლის არჩევნებზე წარმატების არავითარი შანსი...

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის კონკრეტული ვარაუდები და მოლოდინები ოპოზიციასთან მიმართებით: "რადიკალური...

“რა მოხდა და რატომ შეცვალეს პირველი ჩვენება, მართალი გითხრათ არ ვიცი, მაგრამ წმინდა თეორიულადაც...

პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე, შემდგომ მმართველი პარტიის პოზიციებს სიტუაციის განვითარებასთან...

“ვისაც უფრო მეტი სიზუსტე გაინტერესებთ, თუ რა ხდება ყირიმის ხიდებთან დაკავშირები, ამ რუკას შეგიძლიათ...

ყირიმის ნახვარკუნძულთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებზე, ვიზუალური გამოსახულების თანხლებით, განმარტებებს...