spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ჩვენ დიდი ხანია ვაცხადებთ, რომ საქართველოში არ არსებობს...

“ჩვენ დიდი ხანია ვაცხადებთ, რომ საქართველოში არ არსებობს ოპოზიცია” – ვატო შაქარიშვილი

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ და მიაჩნია, რომ ბრალდებულთა წრე უნდა გაფართოვდეს:

ჩვენ დიდი ხანია ვაცხადებთ, რომ საქართველოში არ არსებობს ოპოზიცია. წლების განმავლობაში, პარტიებად და პოლიტიკოსებად იწოდებოდნენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში ეხმარებოდნენ უცხოურ ძალებს.

მისასალმებელია, რომ პროკურატურამ 8 მათგანის მიმართ საქმე აღძრა, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ქსელი ბევრად უფრო ფართოა და ამას მოწმობს თავად პროკურატურის განცხადებაში აღწერილი მოვლენების მასშტაბურობა.

აუცილებელია ყველა რგოლმა აგოს პასუხი, რომელიც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში მონაწილეობდა, მათ შორის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე ფონდებმა, რომლებიც “ქველმოქმედების” სახელით ძალადობას და რადიკალიზაციას აფინანსებდნენ – ჟორჟოლიანი, ღლონტი და სხვები საჯაროდ აღიარებდნენ, რომ პოლიციელებზე მოძალადეებს, მოლოტოვების მსროლელებს, ყველა კანონდამრღვევს ფინანსურად ეხმარებოდნენ, ასევე მათი ფინანსებით უზრულველყოფდნენ აქციებს საჭირო საშუალებებით.

იმედია, ამ მიმართულებითაც მუშაობს პროკურატურა, რადგან თუ გვსურს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი ქვეყანა გათავისუფლდეს აგენტურული ქსელისგან, ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმიანობა ისჯება!” – აცხადებს ვატო შაქარიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გუშინ დენის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთი უმნიშვნელოვანესი რეალობა…” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბურ...

“ჩვენს ქვეყანაში დაუცველები ვართ მხოლოდ ჩვენ” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ხელისუფლების მხრიდან დამოკიდებულებაზე...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“საზოგადოებამ ხშირად არც კი იცის, პასუხი ვის მოსთხოვოს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა კონკრეტულ მძიმე ფაქტებს იხსენებს და კახეთში,...

“დაანონსებულია “ვარდების რევოლუცია 2″… და მერე???” – ლალი მოროშკინა

"სეზონი ჩავარდა და არა მხოლოდ წლევანდელი!" - ტურისტული სეზონის...

“ახალი შესეული იყო ურდო უკრაინას, კობახიძემ რომ თქვა, აქ ახლა ბევრი რუსი ჩამოვა და...

კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...