პარასკევი, ნოემბერი 7, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"სახელმწიფო ტერიტორიების მიტაცება და უკანონო სამშენებლო საქმიანობა არ...

“სახელმწიფო ტერიტორიების მიტაცება და უკანონო სამშენებლო საქმიანობა არ უკავშირდება სოციალურ საკითხს – ეს ორგანიზებული დაჯგუფებებია, რომლებიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ახორციელებენ” – კახა კალაძე

სახელმწიფო ტერიტორიების მიტაცება და მასზე უკანონო სამშენებლო საქმიანობის წარმოება, აღნიშნული ტერიტორიების დასაკუთრების მიზნით, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“, – ამის შესახებ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და მოსახლეობას მოუწოდა, არ ჩაერთონ ამ ტიპის გარიგებებსა და ქმედებებში.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული უკანონო საქმიანობა სისტემურ და ორგანიზებულ ხასიათს ატარებს და არ უკავშირდება არანაირ სოციალურ საკითხს.

როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწებზე უკანონო სამშენებლო საქმიანობის აღკვეთა და ქაოსური განაშენიანების აკრძალვა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სახელმწიფო ტერიტორიების მიტაცება და მასზე უკანონო სამშენებლო საქმიანობის წარმოება, აღნიშნული ტერიტორიების დასაკუთრების მიზნით, დღესაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ხშირ შემთხვევაში, უკანონო მშენებლობები სარეკრეაციო და სატყეო ზონებში ხორციელდება, რაც ასევე იწვევს მწვანე ნარგავების დაზიანება/გაჩეხას. აღნიშნული უკანონო საქმიანობა სისტემურ და ორგანიზებულ ხასიათს ატარებს და არ უკავშირდება არანაირ სოციალურ საკითხს.

ძალიან ხშირად ხდება მანიპულირება სოციალური საკითხებით, თუმცა როდესაც გაქვს ასეთი ფაქტები და ვაკეთებთ მოკვლევას, ვლინდება, რომ ეს არის ორგანიზებული დაჯგუფებები, რომლებიც კანონის წინააღმდეგ ახორციელებენ ამ ტიპის ქმედებებს. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონი და არ მიიღონ მონაწილეობა უკანონო საქმიანობაში, დაემორჩილონ ჩვენი სამსახურების კანონიერ მოთხოვნებს და მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, მხოლოდ 2025 წელს ინსპექციის მიერ გამოვლენილია 1 305 სამშენებლო სამართალდარღვევა.

სახელმწიფო მიწებზე უკანონო სამშენებლო საქმიანობის აღკვეთის მიზნით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, ჩატარებულია 70-ზე მეტი სპეციალური ღონისძიება; დემონტაჟი ჩაუტარდა 300-ზე მეტ უკანონოდ აშენებულ შენობა/ნაგებობას; გამოთავისუფლებულია ათეულობით ჰექტარი სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწა, მათ შორის, რეკრეაციულ და სატყეო ზონები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა, რომ ამ მიმართულებით ინტენსიური ღონისძიებები და ქმედითი რეაგირება გაგრძელდება და არცერთი უკანონო მშენებლობის თუ სახელმწიფო მიწის მიტაცების ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება.

კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველას, არ ჩაერთოთ ამ ტიპის გარიგებებსა და ქმედებებში იმიტომ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს და მის თითოეულ თანამშრომელს, ასევე, შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მოსაპარი კიდევ ბევრია! საქმე (ქურდობა) ლაპარაკის ნაცვლად! აი, რა ყოფილა “ქართული ოცნების” ნამდვილი საარჩევნო...

პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, ეკონომისტ...

“50 000 ადამიანი რომ შევთანხმდეთ და კვირაში ერთხელ ვიმორიგეოთ საღამოს რუსთაველზე, უბრალოდ ვერავის ვერ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი თვეების განმავლობაში რუსთაველის...

“რუსული საოკუპაციო მანქანაც ისევე დაიხევს უკან ჩვენი ქვეყნიდან, როგორც ამ რუსულმა მანქანამ დაიხია გიორგი...

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა საგარეო საქმეთა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“არჩევნებია ქვეყანაში გაუქმებული და პარტიის იურიდიული რეგისტრაცია ვის რა ჯანდაბაში სჭირდება” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა პარტიების გაუქმების მოთხოვნით, მმართველი გუნდის...

“50 000 ადამიანი რომ შევთანხმდეთ და კვირაში ერთხელ ვიმორიგეოთ საღამოს რუსთაველზე, უბრალოდ ვერავის ვერ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი თვეების განმავლობაში რუსთაველის...